სერ უოლტერ სკოტი – “ეპიზოდი”
გენიალური შოტლანდიელი ისტორიული ჟანრის რომანისტის და პოეტის - სერ უოლტერ სკოტის (1771-1832 წლები) ნაწარმოებები,თავდაპირველად იბეჭდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ინკოგნიტო მწერლის სახელით.მხოლოდ 1827 წელს გახდა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი მისი ვინაობა,როგორც უდიდესი მწერლისა.ცნობილია,რომ უოლტერმა თავისი პირველი ნაწარმოები 1805 წელს გამოაქვეყნა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,ის 22 წლის მანძილზე ინკოგნიტო მწერლად რჩებოდა მკითხველისთვის.აქვე,აღსანიშნავია სკოტის გონებრივი ნიჭი და ფენომენალური მახსოვრობის უნარი,რომლითაც იგი დაჯილდოებული იყო.სხვა მწერლებისაგან განსხვავებით,ნაწარმოებების შექმნისას არ სჭირდებოდა სპეციალური ლიტერატურების ხელმეორედ შესწავლა,რადგან რაც წინა წლებში წაკითხული და შესწავლილი ჰქონდა,მისთვის გამეორებას აღარ ექვემდებარებოდა.მწერალი,კოლოსარული მახსოვრობის შედეგად წერდა რომანებსა და პოემებს,მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ თემატიკაზე. 1825 წელს ლონდონის ფინანსური ბირჟა “ფინანსურმა პანიკამ” მოიცვა,რა დროსაც კრედიტორებმა მევალეებისაგან მოითხოვეს ვალების სასწრაფოდ გასტუმრება.ამ მიზეზის გამო უოლტერ სკოტის მეგობარმა,მისი ნაწარმოებების გამომცემელმა და ტიპოგრაფიის მფლობელმა ბალანტაინმა,თავი ბანკროტად გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) სკოტმა კი,რომელსაც მხოლოდ მცირე რაოდენობით ჰქონდა დავალიანება,საკუთარ თავზე აიღო მეგობრის გადასახდელი 120,000 გირვანქა-სტერლინგი დავალიანება,რაც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ უზარმაზარი თანხა იყო.მას ერთადერთი საშუალება,რაც გააჩნდა ვალის დასაფარად,მისივე შემოქმედება იყო და დაიწყო კიდეც უმძიმესი და დამქანცველი ლიტერატურული შრომა,რამაც საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია.იმავე წელს დაწერა რომანი – “თილისმა”,ხოლო მომდევნო სამ წელიწადში კიდევ ოთხი რომანი გამოაქვეყნა,სხვა ოთხ მოთხრობასთან ერთად.ამ მეთოდით უოლტერ სკოტმა შესძლო კიდეც არა მარტო საკუთარი კრედიტების დაფარვა,არამედ მისი მეგობრისაც.
1971 წელს სერ უოლტერ სკოტის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ დაბეჭდა საფოსტო მარკა,რომელზეც აღბეჭდილ იქნა გენიალური შოტლანდიელი მწერალი – სერ უოლტერ სკოტი. (ავტორი გენია.ჯი)