კარლოს რუის საფონი

კარლოს რუის საფონი - დაიბადა 1964 წლის 25 სექტემბერს ესპანეთის ულამაზეს ქალაქ ბარსელონაში.იგი წარმოადგენს ერთ-ერთი გამოჩენილ ესპანელ მწერალსა და ავტორს,შესანიშნავი რომანებისა – “ქარის აჩრდილი” და ”ნისლის თავადი”.სპეციალობით კარლოსი სცენარისტი გახლავთ.რამდენიმე წლის მანძილზე წარმატებული კარიერა ჰქონდა სარეკლამო სააგენტოში. (ავტორი გენია.ჯი) 1993 წლიდან კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა,სადაც დღემდე ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.იქვე გამოსცა კიდეც მისი პირველი წიგნი – “ნისლის თავადი”,რომელმაც დიდი ყურადღება მიიპყრო მკითხველის.მალევე,აღნიშნულმა რომანმა პირველი  ”Edebe”-ს ლიტერატურული პრემია მიიღო.ამასთანავე კარლოსი მუშაობდა სცენარისტად,თუმცა სამწერლო ასპარეზისათვის ამას ხელი არ შეუშლია.1994 წელს გამოაქვეყნა “შუაღამის სასახლე”,1999 წელს “მარინა”.2001 წელს კი ესპანეთში აქვეყნებს მის საუკეთესო რომანად მიჩნეულ “ქარის აჩრდილს”,რომელმაც მწერალს უდიდესი აღიარება მოუტანა და აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ “დონ კიხოტის” შემდეგ იგი ყველაზე წაკითხვად წიგნადაა მიჩნეული დღემდე ესპანეთში.პირველივე კვირაში ამ ნაწარმოების 230000 ეგზემპლარი იქნა გაყიდული. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო მილიონობით ეგზემპლარი კი დაიბაჭდა და გაიყიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.2004 წელს ეს ნაწარმოები საფრანგეთში აღიარებულ იქნა,როგორც საუკეთესო უცხოური რომანი.გერმანიაში კი მკითხველმა “ქარის აჩრდილი” ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად აღიარა კაცობრიობის ისტორიაში.2009 წლის 16 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამოაქვეყნა რომანი “ანგელოზთა თამაშები”.დღესდღეობითაც მწერალი აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა და მისი ჯერ-ჯერობით ბოლო ნამუშევარია 2011 წელს გამოქვეყნებული ნაწარმოები ”ცის ტუსაღი”,რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნების 2011 წლის ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)