ბერნარდ მალამუდი

ბერნარდ მალამუდი - დაიბადა 1914 წლის 26 აპრილს ნიუ-იორკში,ებრაელი ემიგრანტების ოჯახში.იგი გახლდათ ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი მწერალი.მამა მაქს მალამუდი და დედა ბერტა ფიდელმანი,ამერიკაში ემიგრაციაში წავიდნენ რუსეთიდან.დაამთავრა ერაზმის სახელობის სკოლა,რის შემდეგაც ჩააბარა კოლუმბიის უნივერსიტეტში.1940-იან წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ღამის სკოლაში.1949 წლიდან გადავიდა ორეგონის შტატის უნივერსიტეტში.1961 წლიდან კი პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა ბემოტომინგის კოლეჯში,ვერმონტის შტატში,სადაც 20 წელიწადი იმუშავა.მალამუდის პირველი რომანი გახლდათ – “ოსტატად დაბადებული”,რომელიც დაწერა 1952 წელს.ამ წიგნში ავტორმა აღწერა ამერიკულ სპორტულ სამყაროში გამეფებული საშინელი კორუფცია,რამაც მკითხველსა და საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოუტანა.1957 წელს აქვეყნებს რომანს – “დამხმარე”.მალევე გამოსცა კრებულებიც. (ავტორი გენია.ჯი) მის შემოქმედებაში ძირითადი ადგილი იმ უბრალო ადამიანებს ეთმობა,რომლებიც საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას დიდი გარჯითა და წვალებით ცდილობენ,მაშინ,როდესაც მათ ირგვლივ გამეფებულია კაცთა მოდგმის უბოროტესი სამყარო.მალამუდის ბოლო ნაწარმოები გახლდათ – “უფალი ღმერთის შეწყალება”,რომელიც დაიწერა 1983 წელს.ასევე ბერნარდი ავტორია ცნობილი კრებულებისა – “რემბრანდტის ქუდი”,”ბერნარდ მალამუდის მოთხრობები” და სხვა.ბერნარდ მალამუდი გარდაიცვალა 1986 წლის 18 მარტს ნიუ-იორკში.იგი დაჯილდოებული გახლდათ “პულიცერის”,”ბნეი-ბრიტის”,”ბრანდეიზის უნივერსიტეტის” და სხვა ლიტერატურული პრემიებით. (ავტორი გენია.ჯი)