ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი შვედი საბავშვო მწერალი ქალი,ავტორი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ნაწარმოებებისა – “პეპი გრძელი წინდა” და “სახურავზე ბინადარი კარლსონი” - ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი (1907-2002 წლები),მსოფლიო ლიტერატურულ ხელოვნებაში ერთადერთი საბავშვო მწერალი ქალი გახლდათ,რომელსაც სიცოცხლეშივე აუგეს ძეგლი,შვედეთის დედაქალაქში – სტოკჰოლმში.აღსანიშნავია,რომ მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 85 ენაზეა თარგმნილი და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში.ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედების თაყვანისმცემელთა უზარმაზარ არმიას შორის კი ყველაზე გამორჩეული გახლავთ ვესტერგოტლანდის კრონპინცესა – ვიქტორია,სამეფო ოჯახთან ერთად.შვედმა ერმა კი,დიდ მწერალს ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენს – “ასწლეულის ქალბატონი” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)