ილია ჭავჭავაძე – “რა გითხრათ? რით გაგახაროთ? – (ეპიზოდი)
“ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის.ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ,როგორც კლდეზედ,დავუდგით ქრისტიანობას საყდარი,ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი.და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი.გავწყდით,გავიჟლიტენით ,თავი გავიწირეთ,ცოლ-შვილნი გავწირეთ,უსწორო ომები ვასწორეთ,ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ,არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში,რომელსაც ჩვენს სამშობლოს,ჩვენს მამულს-სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით.ცოდვა არ არის,ეს ერი მოსწყდეს! ცოდვა არ არის,ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს! ცოდვა არ არის,მელა-ტურამ გამოღრღნას,როგორც მძოვარი,როგორც ლეში! რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” (ავტორი გენია.ჯი)