ენტონი ბერჯესის რომანის – “მექანიკური ფორთოხალის” შესახებ…
“მექანიკური ფორთოხალი” – გახლავთ დიდი ინგლისელი მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის – ენტონი ბერჯესის (1917-1993 წლები) მიერ 1962 წელს დაწერილი, საყოველთაოდ ცნობილი და გახმაურებული რომანი.აღნიშნულ რომანს,ბერჯესის რომანების რედაქტორმა ჯეიმზ მიშიმ,თავის მოხსენებით ბარათში – “გამოცემის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცნაურობა,რაც კი აქამდე არსებულა” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) წიგნში აღწერილი ძალადობის სცენები,რაც უხამსობის შემცველი ელემენტებით იყო გაჯერებული,მისი აზრით შესაძლოა კანონით,დასჯადიც კი გამხდარიყო მწერლისათვის და გამომცემელისთვისაც.სწორედ ამიტომაც იყო,რომ ჯეიმზი წერდა:
“ავტორს შეუძლია თავი იმართლოს,რომ ეს შემოქმედებითი აუცილებლობა იყო,მაგრამ დელიკატური აზროვნების მქონე კრიტიკოსმა შესაძლოა,ის სადისტური ფანტაზიების წახალისებაში დაადანაშაულოს”.
გარდა ამისა,გამომცემელი,რომანში მწერლის მიერ გამოგონილ ენას,მკითხველისთვის შემაწუხებელ ფაქტორადაც კი განიხილავდა,რის გამოც გაყიდვის პრობლემასაც უწინასწარმეტყველებდა. (ავტორი გენია.ჯი)
ლონდონის “ჰაინემანის” გამომცემლობის,პროზის განყოფილების ხელმძღვანელი – მეირ ლინდი კი,აღნიშნული რომანის შესახებ წერდა:
“ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,მკითხველი მალევე შესძლებს თუ არა რომანის გათავისებას… როგორც კი ეს მოხდება,მერე ვეღარაფრით შეჩერდება.მაგრამ ენის სირთულე,რომელთანაც შეჭიდება სახალისოა,არაჩვეულებრივია.შესაძლოა,წიგნს დიდი წარმატება ჰქონდეს და თინეიჯერებმა მისი გამოსვლის შემდეგ ახალი ჟარგონის გამოყენება დაიწყონ.მაგრამ სწორედ ამ ენობრივი სირთულის გამო მისი ჩავარდნის საშიშროებაც არსებობს.ეს არის ორი უკიდურესობა და მათ შორის სხვა არაფერია”
უამრავი ვარაუდის მიუხედავად,რომანი გამოცემისთანავე,უმალ იქცა მკითხველისათვის ერთ-ერთ უსაყვარლეს ნაწარმოებად.იგი იმდენად პოპულარულიც კი გახდა,რომ აღნიშნული რომანის მიხედვით 1971 წელს,დიდი ამერიკელი კინორეჟისორის – სტენლი კუბრიკის მიერ,გადაღებულ იქნა ფილმი-ანტიუტოპია – “მექანიკური ფორთოხალი”. (ავტორი გენია.ჯი)