რომანის – “ჰობიტი,ანუ იქით და აქეთ“ შესახებ…
“ჰობიტი,ანუ იქით და აქეთ” – დაწერილ იქნა დიდი ინგლისელი მწერლის,პროფესორისა და ფილოლოგის - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის (1892-1973 წლები) მიერ.იგი პირველად გამოქვეყნებულ იქნა 1937 წელს.როგორც ცნობილია,აღნიშნული ნაწარმოები საბავშვო ლიტერატურის ჟანრს წარმოადგენს და ერთობ პოპულარულია დღეს მკითხველში.ძალიან საინტერესოა,თავად რომანის შექმნის ისტორია. (ავტორი გენია.ჯი) მწერალს იგი,თავდაპირველად არც დასაბეჭდად და შესაბამისად,არც გასაყიდად დაუწერია მისი.ერთადერთი მიზეზი წიგნის დაწერისა,გახლდათ ტოლკინის მცირეწლოვანი შვილები.პროფესორის მიზანი გახლდათ მოკლე ზღაპრის დაწერა მათთვის.თუმცა მალევე თავად იმდენად მოეწონა ზღაპარი,რომ ილუსტრაციებიც საკუთარი ხელით გაუკეთა.გარდა ამისა განაგრძო ზღაპრის წერაც.როდესაც მწერალმა ზღაპარს,რომანის საბოლოო სახე მისცა,მისი მხოლოდ ერთი ხელნაწერი ეგზემპლარი არსებობდა.მას შემდეგ,რაც ტოლკინის შვილებმა მამის ერთადერთი ეგზემპლარი წაიკითხეს,იგი წასაკითხად გადაეცა პროფესორის მეგობრებსა და მისსავე რამდენიმე მოსწავლეს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მიერ დაწერილმა საბავშვო რომანმა,”მზის სინათლე” სწორედ მისივე 10 წლის მოსწავლის გამოისობით იხილა,რადგან ბავშვის მამა საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელი იყო და ნაწარმოებისაგან აღფრთოვანებულ შვილის მოთხოვნას,მისი გამოქვეყნების შესახებ სრულად დაუჭირა მხარი.ასე იქცა ტოლკინის მიერ თავდაპირველად ჩაფიქრებული პატარა ზღაპარი,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი ტრილოგიის საწყისად (“ბეჭდების მბრძანებელი” და “სილმარილიონა”).საინტერესო ფაქტია ისიც,რომ წიგნის პირველი გამოცემის ილუსტრატორ ქალს – ბარბარა რემინგტონს,ნაწარმოები არ ჰქონდა წაკითხული და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი,პირველივე გამოცემის წიგნის გარეკანზე გამოსახული ლომის,ორი ემუს და გაუგებარი სახეობის ხისა,რომლებსაც რომანის სიუჟეტთან,არანაირი საერთო არ ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი)