ფრანც კაფკა – “კანონის წინ”
“კანონის წინ დგას კარის მცველი.მცველთან მიდის ერთი სოფლელი კაცი და სთხოვს,კანონთან შეშვებას,მაგრამ კარის მცველი ეუბნება,რომ ახლა მისი იქ შეშვება არ შეუძლია.კაცი დაფიქრდება და მცველს ჰკითხავს,თუ მოხერხდება მისი იქ მოგვიანებით შეშვება.
“შესაძლოა, – მიუგებს კარის მცველი, – ოღონდ ახლა არა”.კარიბჭე კანონისკენ მიმავალ გზაზე,როგორც ყოველთვის,ღიაა და როცა მცველი გვერდზე გაიწევა,კაცი წაიხრება,რომ შიგნით შეიხედოს. (ავტორი გენია.ჯი) კარის მცველი შენიშნავს ამას,გაიცინებს და მიმართავს კაცს: “შენ თუ ეს ასე გიზიდავს,სცადე,შედი შიგნით,მიუხედავად აკრძალვისა,მაგრამ გაითვალისწინე – მე ძალაუფლებით ვარ სავსე და ყველაზე უკან მდგომი კარის მცველი ვარ.დარბაზებში დგანან სხვა მცველები,ერთიმეორეზე უფრო ყოვლისშემძლეები.უკვე მესამე მცველს კი მეც ვერ ვუსწორებ თვალს”.ასეთ სიძნელეებს თუ წააწყდებოდა,სოფლიდან ჩამოსულ კაცს არ ეგონა.”კანონი ხომ ყოველთვის ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს”, – ფიქრობს ის; მაგრამ ახლა უკვე,როცა მცველს ქურქზე აკვირდება,აკვირდება მის დიდ,წვეტიან ცხვირს,გრძელ,თხელ,შავ,ტარტაროზულ წვერს,გადაწყვეტს,რომ უმჯობესია დაიცადოს,სანამ შესვლის ნებართვას მიიღებდეს.კარის მცველი ტაბურეტს გაუწვდის და კართან დასვამს.იქ ზის ის მრავალი წლის განმავლობაში.ცდას არ აკლებს,რომ როგორმე შევიდეს შიგნით და მცველს დაღლამდე ემუდარება.მცველი არც თუ იშვიათად პატარ-პატარა დაკითხვებს უწყობს; გამოჰკითხავს სამოშობლოსა და ბევრ სხვა რამეზე; მაგრამ ეს კითხვები სულ არ ჰგავს იმათ,დიადი ბატონები რომ იძლევიან ხოლმე.ბოლოს კი ყოველთვის ეუბნება,რომ მისი კანონთან შეშვება არ შეუძლია.კაცი,რომელსაც რაღა არ წამოუღია თან,რაც კი რამ ფასეული გააჩნია,სთავაზობს ქრთამად,მცველი კი ყველაფერს იღებს და თან ეუბნება: “ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ,რომ არ გეგონოს,თითქოს ძალისხმევა დააკელი”.წლების განმავლობაში აკვირდება კაცი მცველს; თითქმის თვალმოუცილებლად ადევნებს თვალყურს.ის ივიწყებს ყველა დანარჩენ მცველს და ეს ერთიღა ჰგონია დაბრკოლება კანონისკენ მიმავალ გზაზე.პირველ წლებში ის ხმამაღლა და ანგარიშგაუწევლად შეაჩვენებს უიღბლო შემთხვევითობას,მერე კი,როცა უკვე ხანში შედის,მხოლოდღა ბურტყუნებს თავისთვის. (ავტორი გენია.ჯი) სრულიად ბავშვური ხდება,როცა მცველზე დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მისი ქურქის საყელოზე რწყილებს შენიშნავს და ახლა უკვე რწყილებს ევედრება,როგორმე დაიყოლიონ მცველი.ბოლოს თვალისჩინი მეტისმეტად აკლდება და უკვე აღარც კი იცის,მის გარშემო მართლა ჩამოწვება ხოლმე ბინდი თუ ეს მისი დაქვეითებული მხედველობის ბრალია.მაგრამ ახლა უკვე წყვდიადში ის ნათლად შეიცნობს კარიდან გამომავალ ჩაუქრობელ ბრწყინვალებას.დიდხანს ვეღარ ცოცხლობს.სიკვდილამდე კი ყველა ის შეკითხვა იყრის თავს მის გონებაში,რომლებიც კარის მცველისათვის აქამდე დაუსვამს.სუსტად იშმუშმნება მცველის მიმართულებით,რადგან უკვე აღარ ძალუძს გაშეშებული სხეულის ზეწამომართვა.კარის მცველს მისკენ დახრა უხდება,რადგან სხვაობა მათ სხეულებს შორის კაცისათვის არასახარბიელოდ გაზრდილა.”ახლა რაღა გინდა იცოდე? – ეკითხება მცველი, – შენ ხომ ვერაფერმა დაგაკმაყოფილა”.”ყველა ხომ კანონისკენ მიილტვის, – ამბობს კაცი, – მაშ როგორ მოხდა,რომ ამდენი წლის განმავლობაში ჩემ გარდა არავის უთხოვია იქ შესვლა?” (ავტორი გენია.ჯი) კარის მცველი შენიშნავს,რომ კაცი უკვე სულს ღაფავს და ხმა რომ მიაწვდინოს,სანამ საბოლოოდ მიეხდება ცნობა,რაც ძალი და ღონე აქვს,იბღავლებს: “აქ არც არავის შეეძლო შესვლა,რადგან ეს შესასვლელი მარტოოდენ შენთვის იყო გამიზნული.ახლა კი მივალ და ჩავრაზავ მას”. (ავტორი გენია.ჯი)