გურამ მეგრელიშვლი – “ადამიანებზე ვწერ”
ადამიანებზე ვწერ.
ადამიანებზე,რომლებსაც სტკივათ.შიათ.სწყურიათ.რომლებსაც ეშლებათ.სცოდავენ.სინანულში ვარდებიან.
ადამიანებზე ვწერ.
ადამიანებზე,რომლებმაც იციან: სიმართლე სულაც არ ნიშნავს იმას,იყო მართალი. (ავტორი გენია.ჯი)
ასეთებიც ხომ არიან: აი,ვითომ რომ ვერ ხვდებიან,ვინ ხარ,რანაირი,როგორი.
რაღაცნაირად რომ კომპლექსდებიან ურთიერთობისას.
ვითომ რომ გეფერებიან – ამ დროს ძირს გითხრიან.
ვითომ რომ პატივს გცემენ – ამ დროს,შემთხვევა მიეცემათ თუ არა,გადაგივლიან.
ძალაუფლება თუ აქვთ,სულ ცოტა მაინც – აუცილებლად გამოიყენებენ.
შენი გამოყენება თუ შეუძლიათ – ამასაც არ მოერიდებიან.
მერე,ოდესმე რომ ალაპარაკდებიან – შენზე.არადა საერთოდ არ გიცნობენ.
ასეთებიც ხომ არიან: ადამიანები მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით მხრებზე.
მე ვწერ ადამიანებზე… (ავტორი გენია.ჯი)