რიჩარდ რაიტის დიდებული რომანიდან – ” ამერიკის შვილი “
” – არ მეშინია,მისტერ მაქს.წადით,დედაჩემსაც უთხარით,რომ არ მეშინია,უთხარით,ნუ იდარდებს ჩემზე,კარგით? უთხარით,რომ არ მეშინია და არ ვტირი…
მაქსს თვალები ცრემლით აევსო,ნელა გაუწოდა ბიგერს ხელი.
ბიგერმა ჩამოართვა.
- მშვიდობით,ბიგერ, – ხმადაბლა უთხრა მაქსმა.
- მშვიდობით მისტერ მაქს.
მაქსი,თითქოს დაბრმავდაო,ხელისცეცებით ეძებდა თავის ქუდს.როგორც იქნა,იპოვა და თავზე ჩამოიფხატა,უკანმოუხედევად წავიდა კარისკენ.გისოსში ხელი გაჰყო,დარაჯს ანიშნა,გამიღეო.გავიდა და იქვე შედგა კარისკენ ზურგ შექცევით,ბიგერი ორივე ხელით ჩააფრინდა გისოსს.
- მისტერ მაქს…
- რა,ბიგერ? – თავი არ მოუბრუნებია,ისე ჰკითხა მაქსმა.
- არ მეშინია.მართლა არ მეშინია.
- მშვიდობით,ბიგერ.
- მშვიდობით,მისტერ მაქს.
მაქსი ტალანს გაუყვა.
- მისტერ მაქს!
მაქსი შედგა,მაგრამ თავი არ მიუბრუნებია.
- გადაეცით… გადაეცით მისტერ… მადლობა უთხარით ჯანს… დედას უთხარით,რომ მიყვარს და უთხარით,რომ არ მეშინია! უთხარით მისტერ მაქს,რომ მომენატრებიან !
- კარგით,ბიგერ!
- მშვიდობით!
- მშვიდობით!
ისევ იდგა,გისოსს ხელს არ უშვებდა,მწარე ღიმილმა ბაგე მოუბრიცა,შეესმა ფოლადის ღრჭიალი.სადღაც კარი გაიღო და მიიხურა.
დილით მზის ამოსვლამდე თომას ბიგერი სიკვდილით დასაჯეს. (ავტორი გენია.ჯი)