არტურ გოლდენი
არტურ გოლდენი - დაიბადა 1956 წლის 6 ივნისს ჩატანუგაში (ტენესის შტატში).იგი გახლავთ ცნობილი ამერიკელი მწერალი,იაპონისტი და ავტორი გახმაურებული ნაწარმოებისა – “გეიშას მემუარები” (პირველად გამოქვეყნდა 1997 წელს).ჩატანუგაში სკოლის დასრულების შემდეგ,არტური 1974 წელს აბარებს ჰარვარდის უნივერსიტეტში,სადაც მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და ხელოვნებაში.ხოლო მოგვიანებით 1980 წელს კი,კოლუმბიის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი იაპონიის ისტორიასა და ხელოვნებაში.ამავე უნივერსიტეტში შეიაწავლა მანდარინული კილო,ჩინური ენისა. (ავტორი გენია.ჯი) 1980 წელს იმყოფებოდა ჩინეთში,საიდანაც მოგვიანებით სამუშაოდ გადავიდა იაპონიაში.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,ბოსტონის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია ინგლისურ ენაში და მალევე უნივერსიტეტმა მიანიჭა მაგისტრის ხარისხი.1997 წელს აქვეყნებს რომანს – “გეიშას მემუარები”,რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოუტანა.გამოქვეყნებიდან მალევე წიგნი ბესტსელერად იქცა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ გამოცემიდან ორი წლის მანძილზე – არტურ გოლდენის წიგნი – “გეიშას მემუარები”,მსოფლიო ბესტსელერების სათავეში იდგა.იმ პერიოდისათვის,წიგნის 4 მილიონი ეგზემპლარი იქნა გაყიდული.რომანის დაწერას,საფუძვლად დაედო – მინოკო ივასაკის თხრობა.აღსანიშნავია,რომ არტურ გოლდენს ამ ერთადერთი რომანის გარდა სხვა ნაწარმოებები არ დაუწერია.დღესდღეობით,არტურ გოლდენი მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ბრუკლინში (მასაჩუსეტსის შტატი) ცხოვრობს.მისი რომანი – “გეიშას დღიურები” კი მსოფლიოს 32 ენაზეა თარგმნილი და დღესაც დიდ ინტერეს იწვევს მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)