ტეს ჰერიტსენი – “ეპიზოდი”
ჩინური წარმომავლობის მქონე,ცნობილი ამერიკელი მწერალი ქალი (რომლის ნაწარმოებებიც გამოირჩევა სამედიცინო და რომანტიკული ტრილერების ჟანრით) - ტესს ჰერიტსენი (ფსევდონიმი - ტერი ჰერიტსენი),არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი,საკუთარი ნაწარმოებების გამო.მის მიერ 1996 წელს გამოქვეყნებულმა სადებიუტო რომანმა – “Harvest”,ტესს არა მარტო დიდი მწერლის სახელი,არამედ დიდი კრიტიკაც მოუტანა.განსაკუთრებით კრიტიკულები გახლდნენ მედიკოსები.ერთ-ერთმა ექიმ-ტრანსპლანტაციონერთა ასოციაციამ,მწერლისაგან მოითხოვა,სასწრაფოდ შეეცვალა რომანის ტექსტი.გარდა ამისა,კინოკომპანია – “Paramount Pictures”,რომელიც წიგნის მიხედვით ფილმის გადაღებას აპირებდა,მიმართეს თხოვნით არ გადაღებულიყო ფილმი ტეს ჰერიტსენის რომანის მოტივების მიხედვით. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მათი დაჟინებული თხოვნისა არც ავტორს შეუცვლია ტექსტი და არც კინოკომპანიას გადაუდია ფილმის გადაღება.აღსანიშნავია,რომ თავად რომანის ავტორი პროფესიით ექიმი-თერაპევტი გახლავთ და საკმაოდ კარგადაც გახლდათ გათვითცნობიერებული იმაში,რასაც წერდა.მის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან ასევე პოპულარულია,სხვა სამედიცინო ტრილერებიც – “ქიმერა”,”ძვლების ბაღი” და რომანტიკული ტრილერები – “მოწმე” და “იმედი ბოლოს კვდება”.დღესდღეობით ტეს ჰეიტსენის ნაწარმოებები მსოფლიოს 37 ენაზეა ნათარგმნი და 20 მილიონამდე ეგზემპლარია გაყიდული. (ავტორი გენია.ჯი)