ტონი მორისონი

ტონი მორისონი - ნამდვილი სახელი ჰლოია ენტონი უოფორდი,დაიბადა 1931 წლის 19 თებერვალს ლორეინში (ოჰაიოს შტატი).იგი გახლავთ ის გამოჩენილი ამერიკელი მწერალი ქალი,რომლის ნაწარმოებებიც გამოირჩევა ეპიკური თემებით და აფრიკელ-ამერიკელი  ხალხის ხასიათთა განსაკუთრებით დეტალური აღწერით.1993 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.მან გააცოცხლა ამერიკული რეალობა თავის ნაწარმოებებში. (ავტორი გენია.ჯი) მისი ბავშვობის სახელი იყო – ჰლოია ენტონი უოფორდი.ბავშვობიდანვე,ტონის კითხვის მიმართ დიდი ინტერესი გააჩნდა.მის უსაყვარლეს მწერლებს წარმოადგენდნენ – ჯეინ ოსტინი და ლევ ტოლსტოი.მიუხედავად იმისა,რომ მისი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა,ისინი საკმაოდ კარგი განათლებით გამოირჩეოდნენ.მამა,შემდუღებლად მუშაობდა.თავისუფალ დროს,იგი ტონის უყვებოდა შავკანიანთა ცხოვრების შესახებ ამერიკაში.მამის მიერ მოყოლილმა ისტორიებმა მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.1949 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა,ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.აქვე აიღო ფსევდონიმად – “ტონი”.1953 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით.ხოლო 1955 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი – კორნელის უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდიდან იგი აქტიურად იწყებს ლიტერატურულ შემოქმედებას და წერს რომანებს – “მოწყალება”,”სიყვარული”,”სამოთხე”,”ყველაზე ცისფერი თვალები”.თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა მწერალს მოუტანა რომანმა – “საყვარელი”.ამ ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები განხილვის საგნად დღესაც არის ქცეული (რომანში აღწერილია საშინელი ფაქტი.კერძოდ მონობაში მყოფი დედა საკუთარ შვილს ჰკლავს,იმის გამო,რომ ისიც მასავით მონა არ იყოს).ამ ტრაგედიით აღსავსე წიგნმა ტონი მორისონს უდიდესი სახელი მოუტანა და “ნობელის პრემიით” დაჯილდოებაშიც უდიდესი წვლილი დაიდო.მწერლობასთან ერთად,ტონი მორისონი აქტიური პედაგოგიური ცხოვრებითაც გამოირჩევაიგი სხვადასხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში აბიტურიენტებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. (ავტორი გენია.ჯი)