„კალდეკოტის მედალი”
„კალდეკოტის მედალი” – რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში სახელგანთქმულ ლიტერატურულ პრემიას, დაარსებულ იქნა 1938 წელს,ამერიკის შეერთებული შტატების ბიბლიოთეკების ასოციაციის მიერ. იგი ყოველწლიური ჯილდოა და გადაეცემა იმ საუკეთესო ლიტერატურულ-მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისა და მოზარდებისათვის. სახელი აღნიშნულ პრემიას მიენიჭა ცნობილი ინგლისელი მხატვრისა და ილუსტრატორის – რანდოლფ კალდეკოტის საპატივცემულოდ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია, რომ „კალდეკოტის მედალის” ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვება მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ შეწყვეტილა. პრემიის ორჯერ მფლობელები გახდა სულ ექვსი ავტორი. ყველაზე მეტჯერ (სამჯერ) იგი მიენიჭათ – დევიდ ვიზნერსა და მარსია ბრაუნს. გარდა ამისა, „კალდეკოტის მედალი” მინიჭებული აქვთ ისეთ ცნობილ მწერლებს, როგორებიც იყვნენ – შარლ პერო, მორის სენდაკი, ლინდ უორდი და სხვა. „კალდეკოტის მედალი”, „ნიუბერის მედალთან” ერთად ყველაზე პრესტიჟული პრემიაა საბავშვო ლიტერატურის დარგში. (ავტორი გენია.ჯი)