ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი – “ეპიზოდი”

“ბრიტანეთის ორდენის კავალერს”,შესანიშნავ ინგლისელ მწერალს და ავტორს ტრილოგიისა – “ბეჭდების მბრძანებელი”,”ჰობიტი” და “სილმარილიონი” - ჯონ რონალდ რუელ ტოლკინს (1892-1973 წლები),ოჯახურ წრეში მოიხსენიებდნენ,როგორც რონალდს,სამეგობრო წრეში ჯონ რონალდად,ოქსფორდის უნივერსიტეტში (სადაც ჯერ სტუდენტი იყო და შემდეგ ლექტორი) ტოლერსად.დანიაში არსებობს ანსამბლი – The Tolkien Ensemble,ანუ “ტოლკინის სახელობის ანსამბლი”,რომელიც სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვეს.აღნიშნული ანსამბლი კი წარმოადგენს დანიურ სიმფონიურ ორკესტრს.ტოლკინის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ დანიის დედოფალი – მარგრეტე II,რომელიც თავად აკეთებს ილუსტრაციებს ამ დიდი მწერლის წიგნებისა. (ავტორი გენია.ჯი)