ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”

მთელი ლიტერატურული სამყარო გაოცებული დარჩა,როდესაც პირველი “ნობელის პრემია” 1901 წელს ლიტერატურის დარგში არ მიენიჭა ლევ ტოლსტოის და მიენიჭა ფრანგ მწერალს – სიული პრიუდომს.ამ ფაქტის გამო უამრავი მასალა დაიბეჭდა იმ დროინდელ ევროპულ პრესაში. (ავტორი გენია.ჯი) იყო უამრავი კრიტიკული წერილები ცნობილი მწერლებისა და ხელოვანებისა,სადაც ისინი ნობელის პრემიის ჟიურის წევრებს უსამართლო გადაწყვეტილებაში სდებდნენ ბრალს.იმ პერიოდისათვის ხომ ტოლსტოი უკვე დიდი მწერალი იყო?!.პრესაში გამართულმა პოლემიკამ,ლევ ტოლსტოი იძულებული გახადა გამოექვეყნებინა განცხადება,სადაც ეწერა:

“ძვირფასო და პატივცემულო საზოგადოებავ! მე ვიყავი და ვარ ძალიან კმაყოფილი იმით,რომ ნობელის პრემია არ მომენიჭა.პირველ რიგში იმიტომ,რომ ამან გამანთავისუფლა ისეთი დიდი ტვირთისაგან,რასაც თანხის განკარგვა ჰქვია (იმ თანხას ვგულისხმობ პრემიის მონიჭების შემთხვევაში რომ გადმომცემდნენ).ჩემის მოსაზრებით ფულს,დიდი ბოროტების მოტანა შეუძლია.მეორე მხრივ კი მერგო პატივი,თანაგძნობა მიმეღო დიდი ადამიანების, და მათ შორის უამრავი უცნობის მხრიდანაც.მიიღეთ ჩემგან გულწრფელი მადლიერება და საუკეთესო სურვილები. ლევ ტოლსტოი”. (ავტორი გენია.ჯი)