მარიო პიუზო
მარიო პიუზო - დაიბადა 1920 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში (მანჰეტენზე), იტალიელი ემიგრანტების ოჯახში. იგი წარმოადგენდა იტალიური წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ მწერალ-ბელეტრისტს, კრიტიკოსს, ნოველისტსა და სცენარისტს.მისი ნამდვილი სახელი – მარიო კლერია, ხოლო „პიუზო” კი ფსევდონიმი. (ავტორი გენია.ჯი) მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში.სწავლობდა ნიუ-იორკის სოციალური კვლევების ახალ სკოლაში და შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში.ოცი წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში ამერიკასა და საზღვარგარეთის ქვეყნებში.1963 წლიდან დაიწყო მუშაობა უშტატო ჟურნალისტად და ამასთანავე ხდება პროფესიონალი ლიტერატორი.პირველი მისი ნაწარმოები “წყვდიადის არენა”,გამოქვეყნდა 1955 წელს,რომელიც ასახავს ომისშემდგომი გერმანიის ცხოვრებას.მომდევნო რომანი კი იყო – ბედნიერი ფურცელი,რომელიც 1965 წელს გამოქვეყნდა და ასახავს იტალიელი ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას ამერიკაში “დიდი დეპრესიის” დროს.ყველაზე დიდი პოპულარობა ჰიუზოს მოუტანა მაფიის თემაზე დაწერილმა ნაწარმოებმა – “ნათლიმამა”,რომლის დაწერის უმთავრესი მიზეზი,თავად მწერლის განმარტებით თანხის მოგროვება იყო,რათა 20000 დოლარი ვალი გაესტუმრებინა – ნათესავებისათვის,ფინანსური კომპანიებისა და ბუკმეკერებისათვის.იდეა ამ ნაწარმოების დაწერისა მასვე ეკუთვნოდა,თუმცა დიდი როლი ითამაშა მის გამოქვეყნებაში,მისმა მეგობარმა ბენი ბრიუსმა,რომელმაც შეახვედრა გამომცემელი და მხოლოდ იდეა გააცნო,რაშიც გამომცემელმა ავანსის სახით 5000 დოლარი გადაუხადა. (ავტორი გენია.ჯი) 1970-იან წლებში მარიო პიუზოს “ნათლიმამა” მსოფლიო ბესცელერად იქცა და დიდი წარმატება მოუტანა,როგორც ლიტერატურულ სამყაროში ასევე ფინანსური კუთხითაც.1972 წელს უდიდესმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ ჰიუზოს სცენარით გადაიღო ყველასათვის ცნობილი ფილმი,მარლონ ბრანდოს,ალ პაჩინოსად და სხვა შესანიშნავი მსახიობების მონაწილეობით მხატვრული ფილმი – “ნათლიმამა”.პიუზოს რომანი “ომერტა” კი მისი სიკვდილის შემდეგ იქნა გამოქვეყნებული.მისი ბოლო რომანი კი გახლდათ “ოჯახი”,რომელიც მან ვერ დაასრულა თუმცა მის მა მეუღლემ – კეროლ ჯინომ ითავა ამ რომანის დამთავრება და იგი თანაავტორია,ამ რომანისა.მისი სცენარების მიხედვით გადაღებულ იქნა ფილმი “მიწისძვრა” და “სუპერმენი”.საუკეთესო სცენარებისათვის დაჯილდოებულ იქნა ორჯერ ოსკარის ნომინაციით.მარიო პიუზო გარდაიცვალა 1999 წლის 2 ვლისს,79 წლის ასაკში ბეი-შოურში. (ავტორი გენია.ჯი)