აჰმედ იბნ მუჰამედ იბნ არაბშაჰი
აჰმედ იბნ მუჰამედ იბნ არაბშაჰი - დაიბადა 1392 წელს,სირიის დედაქალაქ დამასკოში.იგი წარმოადგენდა დიდ არაბ მწერალსა და ისტორიკოსს,რომელიც ავტორია ისეთი ისტორიული პიროვნებისა და შუააზიელი მხედართმთავრის ბიოგრაფიის (საქართველოს ერთ-ერთი დაუძინებელი მტირს და ჩვენი ქვეყნის რვაჯერ ამაოხრებლის),როგორიც იყო – თემურლენგი.იბნ არაბშაჰმა,მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მოგზაურობებში გაატარა.მიუხედავად იმისა,რომ მას ბაღდადის დატოვება არ სურდა,იგი თემურლენგის ჯარების მიერ,მაინც იქნა იძულების წესით წაყვანილი სამარყანდში (მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი,თანამედროვე უზბეკეთის ტერიტორიაზე).სამარყანდში ჩასვლის შემდეგ,სწავლას იწყებს ადგილობრივი მეჩეთის მედრესეში,სადაც დაეუფლა თურქულ და სპარსულ ენებს.ასევე სხვადასხვა მუსლიმანურ მეცნიერებებს.ამავე პერიოდში (ავტორი გენია.ჯი),იწყებს მთარგმნელობით მუშაობას.თემურლენგის სიკვდილის შემდგომ (1405 წელი),მცირე ხანს,კიდევ რჩება სამარყანდში,თუმცა 1412 წელს ყირიმის გავლით,თურქეთის ქალაქ ედირნეში ჩადის,სადაც ათი წლის მანძილზე ოსმალეთის სულთანის მეჰმედ I-ის სამეფო კარზე იმსახურა.როგორც მეცნიერები ირწმუნებიან – იბნ არაბშაჰი,თემურ ლენგის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროს ავტორია და მის მიერ დაწერილი თხზულებები არაერთხელ იქნა გამოცემული სხვადასხვა პერიოდებში,მათ შორის 1636 წელს,გერმანიის ქალაქ ლეიდენში,არაბულ ენაზე; საფრანგეთსა და ინდოეთში.
სიბერის ჟამს – იბნ არაბშაჰი დაკავდა,მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი,III-IV საუკუნეებში დაწერილი,სანსკრიტული ძეგლის უნიკალური ნაწარმოების “პანჩატანტრა”-ს მიხედვით,პროზაიკული რითმების კრებულის შედგენით.მოგვიანებით აღნიშნული კრებული გამოცემულ იქნა 1862 წელს გერმანიაში – ბარონ გ.ფრეიტაგის მიერ,სახელწოდებით – “Fructus imperatorum et jocatio ingeniosorum” (შემდგომ საუკუნეებში კი მსოფლიოს სხვადასხვა ენებზეც), (ავტორი გენია.ჯი).აჰმედ იბნ მუჰამედ იბნ არაბშაჰი გარდაიცვალა 1450 წელს.მისმა შემოქმდებამ კი საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ერთ-ერთ ინტერესის საგანს წარმოადგენს,მრავალი ისტორიკოსისა და ლიტერატორისათვის.