იოსებ გრიშაშვილის მოგონებებიდან”გალაკტიონის” შესახებ…

“მე ხშირად შემინიშნავს ერთი რამ: როცა პოეტების ინტიმურ წრეში ლაპარაკი ჩამოვარდებოდა ხოლმე ამა თუ იმ პოეტზე,გალაკტიონ ტაბიძე დადებითად მოეპყრობოდა ხოლმე ამა თუ იმ პოეტის ნიჭსაც,მაგრამ ისე რამეს გამოურევდა,რომ ძალაუნებურად გალაკტიონზე უნდა გეფიქრა! ესე იგი სხვას აქებდა, და იმავე დროს კი თავსაც არ ივიწყებდა…

გალაკტიონ ტაბიძის აზრი სხვა პოეტების მიმართ,მე მაგონებს იგორ სევერიანინის ერთ ლექსს,რომელშიაც ბრიუშოვს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“ის პრეზიდენტია პოეტებს შორის,

ჩემი სამეფო ხმა მისთვის მიმიცია!” (ავტორი გენია.ჯი)