გალაკტიონის შესახებ…
გენიალური ქართველი პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე (1891-1959 წლები),განგებისაგან,არა მარტო პოეზიის საოცარი ნიჭით,არამედ ხატვის შესანიშნავი ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული.დღესდღეობით მისი 1200-ზე მეტი ნახატია შეორჩენილი.მათ შორის,4 ავტოპორტრეტი.ძალიან უყვარდა კარიკატურების ხატვაც.გალაკტიონის მიერ შესრულებული ნახატები,თბილისში მარჯანიშვილის N 4-ში,მისსავე სახლმუზეუმშია დაცული,პოეტის სხვა ექსპონატებთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) 30 წლის ასაკში მყოფი გალაკტიონი,უკვე – “პოეტთა მეფედ” იყო აღიარებული.სწორედ ამავე პერიოდში გადაწვა სიყმაწვილიდან შექმნილი მთელი თავისი უძვირფასესი არქივი.იგი წერდა ყველგან და ყველანაირ მასალაზე – კინოთეატრის ბილეთებზე,აფიშების არშიებზე,დეპეშის ბლანკებზე,პაპიროსის კოლოფებზე და რაც კი ხელში მოყვებოდა სხვა და სხვა საწერ საშუალებებზე.მისი უსაყვარლესი უცხოელი პოეტები გახლდათ – შარლ ბოდლერი,თეოფილ გოტიე,პოლ ვერლენი და სტეფან მალარმე.გალაკტიონი იმდენად დიდი შემოქმედი გახლდათ,რომ ვერც ერთი ლიტერატურული მიმდინარეობის ჩარჩოებში ვერ ეტეოდა: არ იყო სიმბოლისტი,მაგრამ საუკეთესო სიმბოლისტურ ლექსებს წერდა; არ იყო რომანტიკოსი,მაგრამ შესანიშნავ რომანტიკულ სახეებს ჰქმნიდა. (ავტორი გენია.ჯი)
“მე ვხედავ სიზმრებს არათქვენებურს”, – წერდა გალაკტიონი და,როგორც ჩანს,შემთხვევით არ უთქვამს ეს სიტყვები.იგი გრძნობდა და შეუცდომლად ხედავდა მომავალს.
ყურადღებით უნდა წაიკითხო მკითხველმა გალაკტიონ ტაბიძის უკვდავი პოეზია და მუსიკას გაიგონებ.გეგონება,სტრიქონები მჟღერი სიმებია,რითმები – ფორტეპიანოს კლავიშები,ხმოვნები – ფლეიტის ჰანგები.ეს,ის გახლდათ საიდუმლო,რომელიც მხოლოდ გალაკტიონმა იცოდა. (ავტორი გენია.ჯი)