ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი - დაიბადა1798 წლის 15 სექტემბერს ბიორლინგტონში (ნიუ-ჯერსის შტატში – ამერიკა),მდიდარი მემამულის ოჯახში.იგი გახლდათ დიდი ამერიკელი მწერალი და კლასიკოსი სათავგადასავლო ჟანრის რომანებისა.ჯეიმზის დაბადებიდან მალევე,ოჯახი საცხოვრებლად გადადის ნიუ-იორკის შტატში.საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ,სწორედ კუპერის ოჯახმა დააარსა დასახლება კუპერსთაუნი.დაწყებითი განათლების მიღება მომავალმა მწერალმა,ადგილობრივ სკოლაში დაიწყო.მოგვიანებით კი აბარებს იელის უნივერსიტეტში,თუმცა მის სრულ კურს არ ამთავრებს.1896-1811 წლებში სამსახურს იწყებს საზღვაო ფლოტში. (ავტორი გენია.ჯი) მონაწილეობა მიიღო ონტარიოს ტბაზე მიმდინარე ხომალდის მშენებლობაში.სწორედ ამ ფაქტს უნდა მიეწეროს მის მიერ ონტარიოს აღწერა,მწერლის შესანიშნავ რომანში – “მეძებარი”.1811 წელს დაქორწინდა ქალბატონზე,სახელად – დელანზე.ეწეოდა აქტიურ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებას.1820 წელს აქვეყნებს რომანს – “სიფრთხილე”,ხოლო 1821 წელს აქვეყნებს რომანს – “ჯაშუში”,რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.ამის შემდგომ კუპერი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის,სადაც კვლავ აქტიურად აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას. (ავტორი გენია.ჯი) იქვე ხდება იგი ყველასათვის ცნობილი და დიდი მწერალი.1826 წელს გამოაქვეყნა,დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი რომანი – “უკანასკმელი მოჰიკანი”,სადაც ასახულია ინდიელთა ბრძოლა თავისუფლებისათვის.1836 წელს ჯეიმზმა დაწერა მემუარები.მისი შემოქმედებითი სტილის გამო – “ამერიკელ უოლტერ სკოტსაც” კი უწოდებდნენ.1826 წელს კუპერი ევროპაში მიდის,სადაც 7 წელი იცხოვრა.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,ბოლო თორმეტი წელიწადი კუპერსთაუნში იცხოვრა.ჯეიმზ ფენიმორ კუპერი გარდაიცვალა 1851 წლის 14 სექტებერს კუპერსთაუნში.მის მიერ დაწერილი სესანისნავი რომანები კი დღესაც დიდ ინტერეს და მოწონებას იწვევს მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)