დანიელ დეფო – “ეპიზოდი”

გამოჩენილი ინგლისელი მწერლის,პამფლეტისტისა და პუბლიცისტის - დანიელ ფოს,იგივე დანიელ დეფოს (1660-1731 წლები) საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოები – “რობინზონ კრუზო” (დაიწერა 1719 წელს),დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო დღეს,არამედ იმ პერიოდშიც,ავტორის სიცოცხლეშიც.ცნობილი ფრანგი მწერალი და მოაზროვნე – ჟან ჟაკ რუსო,აღნიშნული ნაწარმოების შესახებ თავის ნამუშევარში – “ემილი”,იძლევა რეკომენდაციას,რომ ის ერთადერთი ნაწარმოებია ლიტერატურაში,რომელზეც მომავალი თაობები უნდა აღიზარდნონ. (ავტორი გენია.ჯი) “რობინზონ კრუზოს” რომანს,დანიელ დეფომ,ორი გაგრძელება მოაყოლა – “შემდეგი თავგადასავალი” და “სერიოზული ფიქრი”,თუმცა არც ერთ მათგანს წარმატება არ მოჰყოლია.დანიელ დეფოს კალამს 500-მდე წიგნი ეკუთვნის.მათ შორის რომანები,ესეები,პამფლეტები,პოემა და სხვა.გარდა ამისა,გამოირჩეოდა თემების მრავალფეროვნებით.იგი წერდა – პოლიტიკურ,ეკონომიკურ,კრიმინალ,რელიგიურ,ფსიქოლოგიურ და სხვა საკითხებზე. (ავტორი გენია.ჯი)