“პათეტ ლაო”

“პათეტ ლაო” - ინგლისურ ენაზე “Pathet Lao”,ლაოსური თარგმანით,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ლაოსის სახელმწიფოს”.იგი 1950-1970-იან წლებში,წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ქვეყნის – ლაოსის,იმ სამხედრო-პოლიტიკური ძალების საერთო სახელწოდებას,რომელთა იდეოლოგია დამყარებული გახლდათ სოციალისტურ ორიენტირებზე.პირველი ორგანიზაცია “პათეტ ლაო” (ავტორი გენია.ჯი) ,გახლდათ ლაოსის ერთიანი ეროვნული ფრონტი (ნეო  ლაო ითსალა),რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ფრანგთა კოლონიზატორებისაგან განთავისუფლება და დამოუკიდებლობის მოპოვება.აღნიშნულმა ორგანიზაციამ,სათავე აიღო 1950 წელს.ორგანიზაციის დაარსებიდან ექვს წელიწადში (1956 წელი),”პათეტ ლაო”-ს ბაზაზე ჩამოყალიბდა “ლაოსის პატრიოტული ფრონტი” (ნეო ლაო ხაკსატი),რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წვლილი დაიდო და მონაწილეობა მიიღო,ისტორიაში “საიდუმლო ომის” სახელით ცნობილ,ლაოსის სამოქალაქო ომში,რომელიც ქვეყანაში 1960-1973 წლებში მიმდინარეობდა.აღნიშნულ კონფლიქტში “პათეტ ლაო”-ს ფარულ მხარდაჭერას უცხადებდა საბჭოთა კავშირი და ჩრდილოეთ ვიეტნამი,ხოლო მის დაპირისპირებულ მხარეს მხარდაჭერას უცხადებდა ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ ვიეტნამი.”პათეტ ლაო”-ს უმთავრეს მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა ლაოსის სამეფო არმია,რის გამოც ისინი პარტიზანული ომის ტაქტიკას მიმართავდნენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ლაოსის სამოქალაქო ომში მოგვიანებით ღიად ჩაერთო ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის არმია,რამაც უდიდესი დარტყმა მიაყენა ლაოსის სამეფო შეიარაღებულ ძალებს. (ავტორი გენია.ჯი) 1973 წელს,ხელი მოეწერა “ვიეტნამის შეთანხმებას” და სამოქალაქო ომი ლაოსში შეწყდა.ამ შეთანხმების თანახმად,ლაოსის მთავრობაში “პათეტ ლაო”-ს წამყვანი ფიგურები შევიდნენ,რომელთაც შემდგომ დიდი წვლილი დაიდეს ლაოსის სამეფო ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაში.1975 წელს,ლაოსში “პათეტ ლაო”-მ განახორციელა სამხედრო გადატრიალება,რის შედეგადაც მთელი ძალაუფლება აიღო ხელში და საბოლოოდ გაუკეთა ლიკვიდირება ლაოსის მონარქიას.ამ პერიოდიდან მოყოლებული ლაოსის ქვეყანას ოფიციალურად მოიხსენიებენ,როგორც – ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.