„ამონარიდები” ფრანსუაზ საგანის რომანებიდან…
დიდი ფრანგი მწერალი და დრამატურგი ქალი - ფრანსუაზ საგანი (1935-2004 წლები), რომლის ნამდვილი გვარიც გახლდათ – კუარე, 1985 წელს დაჯილდოვებულ იქნა „მონაკოს თავადის პრემიით”, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებით დიდი წვლილისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
მის კალამს ეკუთვნის ისეთი გახმაურებული რომანები, როგორებიცაა: „სალამი, სევდავ!”, „გიყვართ ბრამსი?”, „ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ” და სხვა. საკუთარ მკითხველს მწერალი ქალი თავს ასე აცნობდა:
„მე წარმომაჩენენ ხან სევდიანს, ხან როგორც მსუბუქსა და ცოტა ქარაფშუტასაც… ზოგჯერ ისეთ თავგადასავლებს მომაწერენ, რაც სინამდვილეში არ ყოფილა. ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივია და მოწყენილი, ვიდრე ჩემი ლეგენდა. ჩემი ნამდვილი ვნებანი? ლიტერატურა და რაგბი”.
ფრანსუაზას რომანებიდან მართლაც რომ საუკეთესოდ ჩანს ადამიანის ღრმა სულიერი ემოციები, რომლებიც მის მიერ შექმნილი გმირებიდან გამოსჭვივის და რომელთა ზოგიერთ ნაწილსაც აქვე შემოგთავაზებთ:
„ეჭვიანობის უფლება ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს,როცა რაიმეს ფლობს.” – (გიყვართ ბრამსი?)
* * *
„პირდაპირ სასაცილოა, როგორ უყვარს ბედისწერას, თავის მაცნედ და მაუწყებლად უღირსი ხალხის შერჩევა!” – (სალამი, სევდავ!)
* * *
„არ ვიცი, დავარქვა თუ არა სევდა – ეს მშვენიერი სახელი – ამ უცნობ გრძნობას, თავისი სიმწარითა და სიტკბოთი უკვე მთლიანად რომ მიმორჩილებს. ეს იმდენად ყოვლისმომცველი, იმდენად ეგოისტური გრძნობაა, მე თითქმის მრცხვენია მისი. აქამდე ჩემთვის უცნობი გრძნობა იყო. სამაგიეროდ, მოწყენას, სინანულს, იშვიათად სინდისის ქენჯნასაც კარგად ვიცნობდი. დღეს კი აბრეშუმივით ნაზი, მთრთოლარე გრძნობა მეუფლება და სხვებისაგან მაშორებს”. – (სალამი, სევდავ!) – (ავტორი გენია.ჯი)