ოტომო-ნო ტაბიტო
ოტომო-ნო ტაბიტო - დაიბადა,დაახლოებით 662 წელს იაპონიაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს იაპონელ პოეტს,რომელიც თავის მხრივ მამა გახლდათ,ასევე დიდი იაპონელი პოეტისა და “მანიოსიუს” ანთოლოგიის შემქმნელის (კრებული,რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ავტორის რჩეული თხზულებანი,უპირატესად ლექსები) – ოტომო-ნო იაკამოტისა.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ტაბიტოს მამა – ოტომო-ნო იასუმაროც,ცნობილი იაპონელი პოეტი გახლდათ.ტაბიტოს დღემდე მოიხსენიებენ,”მანიოსიუს” ხუთ საუკეთესო პოეტთა რიგში.აღნიშნულ უძველეს ანთოლოგიაში იაპონური პოეზიისა,შეტანილ იქნა ტაბიტოს მიერ დაწერილი 76 ტანკა (იაპონური პოეზიის ერთ-ერთი უმნთავრესი ჟანრი,რომელიც 31 მარცვლისაგან შემდგარი ხუთსტრიქონიანი ლექსი.ავტორი გენია.ჯი) და 1 ნაგაუტა (გრძელი სიმღერა იაპონურ პოეზიაში).ტაბიტო,თანამედროვე გახლდათ დიდი იაპონელი პოეტის – კაკინომოტო-ნო ხიტომარის,ხოლო მეგობრობით კი მეგობრობდა გამოჩენილ იაპონელ პოეტთან – იამანოე ოკურასთან.
გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა,ტაბიტო საკმაოდ მარალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკიც იყო.იგი მრავალი წლის მანძილზე (730 წლამდე),სათავეში ედგა დასავლეთ დაძაიფუს მიწების მმართველობას,კუნძულ კიუსიუზე (ტიკუძენის პროვინცია).მოგვიანებით მიენიჭა “დაინა-გონ”-ს ტიტული (უფროსი მრჩეველი. ავტორი გენია.ჯი),რის შემდეგადაც ბრუნდება იაპონიის დედაქალაქ ნარაში (794 წლიდან – 1868 წლამდე იაპონიის დედაქალაქი),სადაც 731 წელს აღესრულა კიდეც.ტაბიტოს პოეზიაში იგრძნობიდა გავლენა ჩინური პოეზიისა.მის ყველაზე ცნობილ პოეზიად დრემდე მიჩნეულია ციკლი მე-13 სიმღერებისა (ტანკა),სადაც ხოტბა აქვს შესხმული იაპონურ ეროვნულ ალკოჰოლურ სასმელს – საკეს.აღნიშნული პოეზიის ნიმუშები კი,როგორც ავტორის საუკეთესო პოეტური ქმნილება,შეტანილ იქნა – “მანიოსუში”.