მიხეილ კვესელავა “ვაჟა-ფშაველას შესახებ”…
“იოჰან ვოლფგანგ გოეთეს შემდეგ ჭეშმარიტების,მშვენიერების,სოციალური ჰარმონიის,სიყვარულის,სიკეთის,ბედნიერების და თავისუფლების იდეები თანდათან გაქრა ბურჟუაზიული მწერლობაში,საჭირო იყო ისეთი ძალის ახალი შემოქმედის მოსვლა,რომელიც სამყაროს მთლიანობისა და ყოვლადობის ფარგლებში მოახდენდა ამ იდეების რეინტეგრაციას და ლოგიკური სიმტკიცით დაუპირისპირდებოდა “საუკუნის დასასრულის” აბსოლუტური უარყოფისა და დეკადანსის ფილოსოფიას.
ასეთი შემოქმედია ვაჟა-ფშაველა.რა თქმა უნდა,არიან სხვებიც,დიდებიც და პატარებიც,მაგრამ მათ შორის პირველი (ავტორი გენია.ჯი) ადგილი მაინც ვაჟას ეკუთვნის.
ვაჟა-ფშაველა,როგორც რალფ ემერსონი იტყოდა,”კაცობრიობის რჩეულთ ეკუთვნის”.