პიერ დანინოსის რომანიდან – “მაიორ ტომპსონის ჩანაწერები”
“ტრისტანისა და იზოლდას სიყვარული უკვდავია!
მსოფლიოში მილიონობით ტრისტანი და იზოლდაა,ოღონდ არა თქვენ.რაც არ უნდა წმინდა იყოს თქვენი გრძნობა,მძაფრი ვნება,როგორც უნდა გაგეპოთ სული,ტრისტანი კი არა,მაინც უსინდისო ნაძირალა იქნებით.
გამარჯვებული სიყვარულის უმაღლესი აქტი,პოეტები რომ უგალობენ,მხოლოდ სიბინძურეა,თქვენი ანგელოზი – კახპა,მისი ალერსი – საზიზღრობა,ჭეშმარიტი სიყვარული – სიბერის და გამოყენების ნიშანი.
გათხოვილი ქალისათვის ნებისმიერი ქალი,რომელთანაც ქმარი ღალატობს,კახპაა.საუკეთესო მეგობარი,სამაგალითოდ რომ ჰყავდათ და ყოველგვარ სიკეთეს მიაწერდნენ,უმწიკვლო ნიმფა,პირველი სიყვარულით გამთბარი ყმაწვილი ქალი,პარიზში გავლით მყოფი დანიის პრინცესა,სულ ერთია ვინ,თუკი ცოლების (ავტორი გენია.ჯი) ხელშეუვალ საკუთრებას,მათ ქმრებს შეეხება,მაშინვე კახპად,დედაკაცად,გომბიოდ იქცევა.წიგნების,თეატრისა თუ ეკრანისაგან განსხვავებით,გამორიცხულია მათ ქმარს ნორმალური ქალი უყვარდეს.
ეს ხომ სულ ადვილი ასახსნელია: შეყვარებული კი არა ხართ,იმ კახპამ დაგახვიათ თავბრუ და გზაკვალი აგირიათ.ნამდვილი ბოროტი სულია.საბუთი? რამდენი უცოლო კაცია ამ ქვეყნად და რაღა ცოლიანს გადაეკიდა.სიყვარული… ფუი… სიყვარული კი არა,ეშმაკის ხრიკებია… როგორც ჩანს,იმ გახრწნილ ქალს პათოლოგიურ სიამოვნებას ანიჭებს სხვისი ოჯახის ნგრევა.რამდენი ქვრივი და ცოლგაყრილი კაცია ქვეყნად.უარს რომელი ეტყოდა (გათხოვილ ქალს რა შეაგნებინებს,რომ ამ “კახპას” სულ მარტივად აეწყობოდა ცხოვრება,მარტოხელა კაცს რომ შეხვედროდა).
- ეშინია,სულ უკაცოდ არ დარჩეს.ეს დღესავით ნათელია.შენც,პატარა ბიჭივით,ანკესზე წამოეგე.სხვათა შორის,ცნობილია,რომ ოცდარვა წლის შემდეგ ქალი რისკზე მიდის,შენ კი ბალღივით… საკუთარი ცხვირის იქით არ იხედები.მისთვის, (ავტორი გენია.ჯი) ცხადია,მთავარია,კაცი გამოიჭიროს… შენ,როგორც ასეთი,ფეხებზე ჰკიდიხარ…
ცხადია,მხოლოდ საკუთარი გამოცდილება არ მალაპარაკებს.ეს საკმარისი არ იქნებოდა.ასეა თუ ისე,ცხოვრებაში ბევრ რამეს გადავყრივარ.არ ვიცი,რამდენად შეიძლება ენდო საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს,რომლის თანახმადაც ყოველ მესამე ოჯახში “ბზარია”.მე ჩემი საკუთარი მონაცემები მაქვს: სიცოცხლის და სიყვარულის დაზღვევა თავისებური აღსარებაა.იგი საშუალებას გვაძლევს ექიმსა და ვექილზე (ავტორი გენია.ჯი) ნაკლებად როდი შეაფასო ბედნიერი ადამიანის ეს უსუსური წამოწყება.
რაც გინდა,ის დაარქვი,მაგრამ სიყვარული აქ რა შუაშია? ასეთ შემთხვევაში სიყვარული არ არსებობს!”