ფრენსის ელიზა ჰოდსონ ბიორნეტი
ფრენსის ელიზა ჰოდსონ ბიორნეტი - დაიბადა 1849 წლის 24 ნოემბერს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში.იგი გახლდათ ინგლისური წარმომავლობის მქონე,გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და დრამატურგი ქალი.ბიორნეტი ავტორია ისეთი ცნპბილი საბავშვო ნაწარმოებებისა,როგორებიცაა – “პატარა პრინცესა” და “სუფთა გული”.1865 წელს,მამის გარდაცველების შემდეგ,ოჯახი მიემგზავრება ამერიკაში,სადაც სახლდება ნოქსვილში (ტენესის შტატი).დედის გარდაცვალების შემდეგ კი,მთელი საოჯახო ტვირთი 18 წლის ფრენსის დააწვა მხრებზე.მას ოთხი მცირეწლოვანი ძმის აღზრდაც დაეჯისრა,რასაც წარმატებით გაართვა თავი.თუმცა მანამდე,16 წლის ასაკში,ფრენსისს უკვე დაწყებული ჰქონდა ლიტერატურული მოღვაწეობა.1873 წელს ცოლად მიჰყვება დოქტორ სვენ ბერნეტას,რის შემდეგაც გადადის მეუღლის გვარზე.ქორწინებიდან მათ ორი ვაჟი შეეძინათ – ლიონელი და ვივიენი.1885 წელს აქვეყნებს მოთხრობას – “სუფთა გული”.1886 წელს კი – “პატარა პრინცესას”.მისი ქორწინება სვენთან ბედნიერი არ ყოფილა.მიუხედავად ამისა,მისი მეუღლე ხდება ლიტერატურული აგენტი,რომელიც ცდილობდა ფრენსისის ნაწარმოებების გამოქვეყნება-დაბეჭდვას.1898 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.მეორედ ქორწინდება სტივენ თაუსენდთზე,იგი მისი საქმიანი პარტნიორი იყო დაქორწინებამდე.თუმცა ეს ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ორ წელიწადში ისინიც დაშორდნენ ერთმანეთს.ფრენისს,პირად ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დაატყდა თავს,მაშინ,როდესაც მისი ვაჟი ვივიენი გარდაიცვალა.1911 წელს ბიორნერტი აქვეყნებს რომანს – “საიდუმლო ბაღი”,ხოლო 1915 წელს კი – “გაუჩინარებულ პრინცს”.ფრენსის ელიზა ჰოდსონ ბიორნეტი გარდაიცვალა 1924 წლის 29 ნოემბერს ნიუ-იორკში და დაკრძალულ იქნა როსლინ სიმეტერში საკუთარი შვილის ვივიენის გვერდით.მისი ნაწარმოებების მიხედვით კი დაიდგა მრავალი თეატრალური წარმოდგენა და გადაღებულ იქნა ფილმები. (ავტორი გენია.ჯი)