ხოსე რისალი
ხოსე პროტასიო რისალ-მერკადო ი ალონსო რეალონდა - დაიბადა 1861 წლის 19 ივნისს,ქალაქ კალამბეში (ფილიპინები).იგი გახლდათ გამოჩენილი ფილიპინელი მწერალი,პოეტი,სწავლული და მხატვარი.1872 წელს აბარებს იეზუიტთა კოლეჯში – ათენეო დე მანილაში.1877 წელს კი სწავლას განაგრძობს წმინდა თომას უნივერსიტეტში.პირველი ლექსი – “ჩემს თანატოლებს”,რვა წლის ასაკში დაწერა.1882 წელს მიემგზავრება ესპანეთში,სადაც აბარებს მადრიდის ცენტრალურ უნივერსიტეტში.სწავლის დასრულების შემდეგ,1885 წელს მიემგზავრება პარიზში,ხოლო მოგვიანებით გერმანიაში,სადაც აქვეყნებს მის ცნობილ რომანს – “არ შემეხო მე”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ რომანში მწერალმა,თავისი ერის ცხოვრების რეალური სურათი გააშუქა ფართოდ (XIX საუკუნის შუა ნაწილი).მალევე,რეალონდას,ნაწარმოებმა დიდი წარმატებაც მოუტანა.1888 წელს მიემგზავრება იაპონიაში,თუმცა მალევე ბრუნდება ევროპაში.ევროპაში დაბრუნების შემდგომ აქვეყნებს მეორე რომანს – “ფლიბუსტერები”,რომელსაც ასევე წარმატება ხვდა წილად.მის კალამს ეკუთვნის – “ბამბუკის ფლეიტა”,”თანამედროვე ფილიპინური პოეზია” და სხვა ნაწარმოებები.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ხოსე რისალი,კარგი განათლების ფლობასთან ერთად,შესანიშნავი პოლიგლოტიც იყო (ფლობდა ოცამდე უცხო ენას).1892 წელს ხოსე სამშობლოში ბრუნდება,სადაც ჩაერთო,ფილიპინებზე ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში.სწორედ ამ ბრძოლის დროს დააკავეს იგი,რის შემდეგაც სიკვდილით სჯიან 1896 წლის 30 დეკემბერს.ხოსე რისალი,უმალვე იქცა ფილიპინელთა ეროვნულ გმირად.მისი გარდაცვალების დღე ფილიპინელმა ხალხმა,საერთო-სახალხო დღესასწაულად აქცია და მას – “რისალის დღე” უწოდა.ხოსე პროტასიო რისალ-მერკადო ი ალონსო რეალონდას ნაწარმოებები,აქტუალურობას დღესაც არ ჰკარგავს და მრავალ უცხო ენაზეა ნათარგმნი. (ავტორი გენია.ჯი)