გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვა – “ნობელის პრემიით” დაჯილდოებისას
“სწორედ ერთი ასეთი დღე იყო,ჩემმა მოძღვარმა,უილიამ ფოლკნერმა რომ განაცხადა: “ვერავინ მაიძულებს,ადამიანის მოდგმის სასრულობა ვაღიაროო”.უღირსად ჩავთვლიდი თავს,ახლა აქ მისი ადგილი დამეკავებინა,თუკი ხმამაღლა არ განვაცხადებდი – ის რაც მან 32 წლის წინ უარყო,ახლა,პირველად კაცობრიობის ისტორიაში,სულ მარტივ მეცნიერულ შესაძლებლობად მოჩანს.(ავტორი გენია.ჯი)
ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი,რომ 1967 წელს გამოქვეყნებული ჩემი რომანი – “მარტოობის ასი წელი” – მილიონიანი ტირაჟით გაიყიდებაო: სიგიჟე იქნებოდა იმის გაფიქრებაც კი,ესპანურად მოლაპარაკე ერთი მილიონი ადამიანი თუ წაიკითხავდა რაღაცას,რასაც მე ჩემი ოთახის სიმარტოვეში,ანბანის 28 ასოსა და ორად-ორი თითის მეშვეობით ვაკოწიწებდი… დღეს ენათმეცნიერების აკადემიები იმიტომაც გაისარჯნენ,რომ ეს წიგნი უკვე 50-მა მილიონმა კაცმა წაიკითხა მთელ მსოფლიოში,და კიდევ იმიტომ,რომ ჩემნაირი,უძილობით გატანჯული ხელოსანი ერთხელ კიდევ გაეოგნებინათ იმით,რაც ახლა ხდება!” (ავტორი გენია.ჯი)