პინდარე
პინდარე - დაიბადა ძვ წ აღ-ით 518 წელს კინოსკეფალსში,თებესთან ახლოს (უძველესი ეგვიპტის ქალაქ-სახელმწიფო).იგი გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ლირიკოსი პოეტი.წარმომავლობით,არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ.ფლეიტაზე დაკვრა ბიძამ შეასწავლა.გარდა ამისა,ბიძას უდიდესი წვლილი მიუძღვის მის პოეტად ჩამოყალიბებაში.მოგვიანებით სასწავლებლად ათენში გადადის,სადაც აგაფოკლესა და აპოლოდორას ხელმძღვანელობით ეუფლება განათლებას.ცნობილია,რომ მისი პირველი ლექსები დაიწერილ იქნა ძვ.წ.აღ-ით 498 წელს,სახელწოდებით – “მეათე პითიური სიმღერები”.პინდარეს ბოლო შემოქმედებითი ნამუშევარი კი გახლავთ – “მერვე პითიური სიმღერები”,რომელიც დაწერილ იქნა ძვ.წაღ-ით 446 წელს.ბერძნებისა და სპარსების ომის დროს – პინდარე გარკვეულ უხერხულობას განიცდიდა ბერძნების მიმართ,იმისათვის,რომ მისი მშობლიური მხარე – თებე,სპარსთა მხარეზე გადავიდა.აღსანიშნავია,რომ პინდარეს შემოქმედებიდან,დღემდე ოთხი სრულყოფილი წიგნი შემოგვრჩა.მათ შორის,ეგრეთწოდებული – “პინდარას ეპინიკებიც”.თუმცა პინდარეს შემორჩენილი შემოქმედება,მხოლოდ მეოთხედია იმისა რაც მან დაწერა.როგორც ზოგიერთი ავტორისაგან ვგებულობთ,მისი შემოქმედება 17 წიგნისაგან შედგებოდა.სამწუხაროდ,მათგან უმეტესი ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა.იგი წერდა – ჰიმნებს,დითირამბებს,საგმირო ლექსებსა და სიმღერებსაც კი.დიდი ძველბერძენი ლირიკოსი პოეტი – პინდარე გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 438 წელს.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მას დღემდე მოიხსენიებენ – “ცხრა უდიდეს ძველბერძენ ლირიკოსთა” შორის. (ავტორი გენია.ჯი)