ვან ვეი
ვან ვეი - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც მო-ძე,დაიბადა დაახლოებით 669 წელს ქალაქ ციში,შანხაის პროვინციაში (ჩინეთის ცენტრალური ნაწილის ჩრდილო-დასავლეთი).იგი გახლდათ გამოჩენილი ჩინელი პოეტი,მხატვარი,კალიგრაფი და “მუსიკოსიტანის” ეპოქის შესანიშნავი ხელოვანი.ვან ვეი სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახის წევრი იყო.ლექსების წერა ადრეული წლებიდანვე დაიწყო.უკვე ოცი წლის ასაკში რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი.717 წელს მიდის ჩან-ჩანში (თანამედროვე სიანში),სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია.ამავე დროს ჩადგა სახელმწიფო სამსახურში.721 წელს,დანში ჩააბარა უმაღლესი სახელმწიფო გამოცდები.გამოცდების დროს შეკითხვებს თავად იმპერატორი სვამდა.ჩაბარების შემდეგ მიიღო ცჟინშის ხარისხი და ამასთანავე ოფიციალური უფლება სახელმწიფო სამსახურში ჩადგომისა. (ავტორი გენია.ჯი) ვან ვეი საიმპერატორო კარზე პასუხისმგებელი იყო სარიტუალო მუსიკის შესრულებაზე,იმპერატორის წინაპრების სახელზე აგებულ ტაძარში.თუმცა საიმპერატორო კარზე მცირე ხნით იმსახურა,რის შემდეგაც იგი ფორმალურად გაშვებულ იქნა სხვა პროვინციაში (ფაქტიურად გააძევეს).720 წელს შეიძინა მცირე ქონება ვანჩუანის მდინარის სიახლოვეს და იქვე დასახლდა.734 წელს ჩჟან ძიულინას რეკომენდაციით იმპერატორთან,ინიშნება მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე.მოგვიანებით ძალიან ბევრი იმოგზაურა ქვეყნის მასშტაბით,რა დროსაც დაწერა – “ქრიზანთემების ზეიმი”,”ბატონი სის ქვრივი”,”ატმის წყარო” და სხვ.გარდა ლიტერატურული მოღვაწეობისა,აქტიურა იყო ჩართული სამხატვრო ხელოვნებაში.დააარსა “მონოქრომული სამხატვრო სკოლა”.მის მიერ შექმნნილი სახვითი ხელოვნების ნამუშევრებია – “მდინარე თოვლის ქვეშ”,”პეკინი,თოვის შემდეგ” და სხვა.745 წელს ბრუნდება დედაქალაქში.755 წლის აჯანყებისას,იგი აჯანყებულებმა ჩაიგდეს ხელში და ბუდისტურ მონასტერში – პუტისში გამოკეტეს.758 წელს აჯანყებულთა განდევნის შემდეგ იმპერატორ სუძუნის ბრძანებით,მინისტრის მოადგილედ ინიშნება.თუმცა მოკლე ხანში ტოვებს სამსახურს და სრულიად ეფლობა ხელოვნებაში.ვან ვეი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში,759 წელს ჩჟუნანის მთებში.მისი პოეტური შემოქმედება კი ფართოდ იქნა გავრცელებული არა მარტო ცინეთში,არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც,რის გამოც მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. (ავტორი გენია.ჯი)