აირის მერდოკი
აირის მერდოკი - დაიბადა 1919 წლის 15 ივლისს,ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში,ანგლო-ირლანდიულ ოჯახში.იგი გახლდათ უდიდესი ინგლისელი მწერალი,ფილოსოფოსი და “ბუკერის ლიტერატურული პრემიის” ლაურეატი ქალი (აღსანიშნავია,რომ იგი ამ პრემიის ექვსგზის ფინალისტიც იყო).ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოლოგის ფაკულტეტზე 1938-1942 წლებში.მოგვიანებით სწავლა განაგრძო კემბრიჯის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე (1947-48 წლებში).სწავლის დასრულების შემდგომ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოქსფორდის უნივერსიტეტში,სადაც ფილოსოფიაზე უკითხავდა ლექციებს სტუდენტებს. (ავტორი გენია.ჯი) 1956 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისური ლიტერატურის პროფესორს – ჯონ ბეილის,რომელთან ერთადადც 40 წელი თანაიცხოვრა,თუმცა შვილები არ ჰყოლიათ.მერდოკი ავტორია 26 რომანისა.მის რომანებსი ჭარბობს ფილოსოფიური და დრამატული სცენები.აირის მერდოკის სამწერლო ასპარეზზე დებიუტი შედგა 1954 წელს,რომანით – “ქსელის ქვეშ”.1956 წელს აქვეყნებს რომანს – “გაქცევა ჯადოქრისაგან”.1957 წელს დაიბეჭდა,მერდოკის კიდევ ერთი რომანი – “სასახლე ქვიშაში”.1987 წელს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.გარდა ზემოთ აღნიშნული ნაწარმოებებისა,იგია ასევე ავტორია სხვა შესანიშნავი რომანებისიც – “გარეული ვარდი”,”ანგელოზების დრო” და “შავი პრინცი”.მწერალი ქალის ბოლო რომანი – ჯეკსონის დილემა”,დაიწერა 1995 წელს.აღსანისნავია,რომ მისი უკანასკნელი რომანი კრიტიკოსების მხრიდან საკმაოდ დაბალ ლიტერატურულ ღირებულებად იქნა მიჩნეული.მიუხედავად ამისა – აირის მერდოკი მიჩნეულ იქნა XX საუკუნის საუკეთესო რომანტისტ-მწერალ ქალად.იგი სიცოცხლის ბოლოს დაავადებული იყო ალცჰაიმერის დაავადებით,რის შედეგადაც გარდაიცვალა კიდეც 1999 წლის 8 თებერვალს,ინგლისის ქალაქ ოქსფორდში.მწერლის ბიოგრაფიის შესახებ,მოგვიანებით გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი – “აირისი,სადაც მთავარ როლებს კეიტ უინსლეტი და ჯუდი დენჩი თამაშობენ.აირის მერდოკის სამწერლო არქივი კი,დღესდღეობით აიოვას უნივერსიტეტშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)