უილიამ თეკერეი – “ამაოების ბაზრის” შესახებ…

“წარმოდგენის გამმართველს,ფარდის წინ,ბაქანზე რომ ზის და ბაზარს გადაჰყურებს,ღრმა კაეშანი იპყრობს ამ აურზაურიანი ადგილის თვალის მოვლებისას.დიდი სმა-ჭამაა გამართული,დიდი არშიყობა და პრანჭვა-გრეხა,სიცილი და ტირილი,თუთუნის მოწევა,მოღორება,აყალმაყალი,ცეკვა და ვიოლინოს წრიპინი.ჩხუბისთავები მუჯლუგუნებით იკაფავენ გზას,დარდი-მანდები თვალს უპაჭუნებენ ქალებს,ჯიბგირები ჯიბგირობენ,პოლიციელები თვალებს აცეცებენ,თაღლითები (ჩვენ კი არა,სხვა თაღლითები,ჭირი ეცათ მათ!)თავიანთი ფარდულების წინ დგანან და ღრიალით იწვევენ მუშტრებს.სოფლელი ხეპრეები თვალდაჭყეტილი მისჩერებიან ზიზილ-პიპილოებით მორთულ მოცეკვავეებსა და ფერ-უმარილით მოთხუპნულ საცოდავ ბებერ მიშაიტებს,მარჯვე ჯეელები კი ხელებს უფათურებე ჯიბეებში.დიახ,ეს გახლავთ – ა მ ა ო ე ბ ი ს    ბ ა ზ ა რ ი !” (ავტორი გენია.ჯი)