იუეფუ
იუეფუ - ჩინური ტრადიციული ჟანრი გახლდათ ლირიკული პოეზიისა,ხანის დინასტიის ეპოქაში (ძვ.წ.აღ-ით 206-220 წლებში).გარდა ამისა,იგი მოგვიანებით წარმოადგენდა ჩინურ “მუსიკალურ პალატას”,რომელიც დააარებულ იქნა ჩინეთის იმპერატორის უ-დის მიერ,ძვ.წ.აღ-ით 140-87 წლებში.იმპერატორი სპეციალურად გზავნიდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში თავის ხელქვეითებს,რომელთაც დავალებული ჰქონდათ მოეპოვებინათ და შეეგროვებინათ ძველი ჩინური სიმღერები და მათი ტექსტები. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით შემორჩენილია – იუეფუს რამდენიმე ასეული ტექსტი.თუმცა,სამწუხაროდ მისი მუსიკა ბუნებაში აღარ არსებობს (დაკარგულია).ხანის ეპოქაში პოეტური ჟანრის – იუეფო,ორ ნაწილად იყოფოდა: ჩრდილოეთურ და სამხრეთულად.ისინი კი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდნენ.”ჩრდილოეთული იუეფუ” – სასიყვარულო ლირიკას წარმოადგენდა,ხოლო “სამხრეთული იუეფუ” კი განიცდიდა იმ მომთაბარული ფოლკლორის გავლენას,რომელიც ძირითადად სამხრეთ ჩინეთში იყო გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი)