უილიამ დანბარი
უილიამ დანბარი - დაიბადა 1460 წელს,შოტლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიულ რეგიონში – ლოტიანში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი შოტლანდიელი პოეტი XV-XVI საუკუნეებისა.სწავლობდა შოტლანდიის ერთ-ერთ უძველეს სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში.რომლის დასრულების შემდეგაც გაწევრიანდა “ფრანცისკანულ ორდენში”,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ ორდენს.აღნიშნული ორდენის წევრები ასკეტური ცხოვრების,სიყვარულისა და ადამიანთა შორის კეთილი ურთიერთობის მოძღვრებით გამოირჩეოდნენ.დაახლოებით 1500 წელს დანბარი შოტლანდიის მეფის იაკობ IV-ის სასახლის კარზე იწყებს მოღვაწეობას და მალევე ხდება კიდეც შოტლანდიის სამეფო კარის პოეტი.თავად მეფე იაკობი,დიდი მოყვარული გახლდათ ხელოვნების და მეცენატეობისა.უილიამ დანბარმა მეფის გულმაწყალება დაიმსახურა,რის გამოც მისგან პენსიაც კი დაენიშნა. (ავტორი გენია.ჯი) მანვე მეფის დავალებით არაერთი დიპლომატიური მისია შეასრულა.დანბარის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია,ცნობილი ინგლისელი პოეტის – ჯეფრი ჩოსერის შემოქმედებამ.მისი პოეზია მდიდარია სიტყვების ვირტუოზული მფლობელობით.უილიამის შემოქმედება,გაჯღენტილი არის ადამიანის ინდივიდუალიზმითა და საერთო ზოგად საკაცობრიო პრობლემებით.მის მიერ დაწერილმა სატირამ – “სვიდი სასიკვდილო ცოდვის ცეკვამ”,უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა მკითხველში.შოტლანდიის მეფეს იაკობ IV-ეს კი საქორწინოდ მიუძღვნა პოეტური ქმნილება – “ოქროს ფარი”.გარდა ამისა,მის კალამს ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოები – “ბრძოლა დანბარასა და კენედის შორის”.პოეტის მიერ დაწერილ ადრეულ სატირებში,დასცინოდა არა მარტო უბრალო მოქალაქეებს,არამედ (სანამ დაუახლოვდებოდა მეფეს),სასახლის კარის წეს-ჩვეულებებსაც.შესაბამისად,მის შემოქმედებაში ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ამოიცნობდა.დიდი მოწონება დაიმსახურა დანბარის შედარებით გვიანმა ნაშრომმა – “ორი ქალბატონი და ორი ქვრივი”.უილიამ დანბარი გარდაიცვალა 1520 წელს.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ იგი დღემდე მიჩნეულია XVI საუკუნის შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტად. (ავტორი გენია.ჯი)