ჯონ გოლზუორთი რომანი „ფორსაიტების საგა”-ს შესახებ…
„მე მიყვარს ეს ნაწარმოები. ის ჯერ კიდევ მასწავლის… ახლა დავიწყე ხელახლა კითხვა და ისევ ჩავუფიქრდი თითოეულ პერსონაჟს. განსაკუთრებით სომს ფორსაიტს. ადრეც მომწონდა და ახლაც მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადებითი გმირი. მესაკუთრეა, ანგარებიანი… თუმცა, ვფიქრობ მას აღმოაჩნდა უნარი, შეცვლილიყო, შეცვლილიყო აირენისგან განსხვავებით, რომელმაც ვერ აპატია ყოფილ ქმარს და ეგოიზმის წყალობით შვილი გააუბედურა
ფორსაიტების შინაურული თავყრილობის მონაწილე ამ ოჯახში, რომლის წარმომადგენლებს ერთმანეთი არაფრად ეპიტნავებოდათ და ისეთ სამ წევრს ვერც იპოვიდით, რომელთაც ერთმანეთი მოსწონდათ, – დაკვირვების შედეგად აღმოაჩენთ უტყუარი ვითარების იდუმალ დუღაბს, სწორედ ისეთს, რომელიც ოჯახს საზოგადოების უძლიერეს ბირთვად ხდის და მინიატურული ფორმით იმავე საზოგადოებას განასახიერებს.
მე ისტორიას შემოვუნახე ქაღალდზე დაწერილი ადამიანები, მათი ურთიერთობანი და განცდები ისე, როგორც ჰერმეტულად დახურულ ქილებში ინახავენ პამიდორს საკუთარ წვენში. ჩვენი ეპოქით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იქიდან ამოღება, ხილვა, ფერის,გემოსა და სურნელის შეგრძნება.
„ფორსაიტების საგა” – წარმოადგენს მრადიულობის გზაზე, ჩემს საკუთარ პასპორტს!”. (ავტორი გენია.ჯი)