ჰენრი დევიდ ტორო
ჰენრი დევიდ ტორო - დაიბადა 1817 წლის 12 ივლისს,კონკორდში (მასაჩუსეტსის შტატი – ამერიკის შეერტებული შტატები).იგი გახლდათ დიდი ამერიკელი მწერალი,ნატურალისტი და აბოლიციონისტი.ოთხი წლის გამოკლებით ჰარვარდში სწავლისა და ექვსი თვე სტეიტენ-აილენდში ყოფნის პერიოდების გარდა ,მთელი ცხოვრება კონკორდში გაატარა.1833 წელს ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში,რომელიც 1837 წელს დაამთავრა.სწავლის დასრულების შემდეგ მცირე ხნით პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.რალფ უოლდო ემერსონის გავლენით,გაიზიარა ტრანსცენდენტალიზმის იდეები,რითაც აკრიტიკებდა თანამედროვე ცივილიზაციას.მას მიუღებლად მიაჩნდა ადამიანები დაბრუნებოდნენ წარსულს.ტოროს სურვილი სრულებითაც არ გახლდათ კარიერის აწყობა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ (1845-1847 წლებში) გადავიდა უოლდენის აუზის სანაპიროსთან საცხოვრებლად,სადაც თავად ააგო ქოხი და იქვე დასახლდა.იგი,ყველასაგან და ყველაფრისაგან მოწყვეტილი,თავისი შრომით გამოიმუშავებდა ელემენტარულ საარსებო წყაროს.ასეთი ექსპერიმენტალური ცხოვრება,დიდმა ამერიკელმა მწერალმა,შემდგომ (1854 წელი) ასახა თავის ნაწარმოებში – “უოლდენი,ანუ ცხოვრება ტყეში”.მოგვიანებით ტორო აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.მან გააპროტესტა ამერიკის პოლიტიკა მექსიკის წინააღმდეგ.საჯაროდ განაცხადა,რომ ამის გამო იგი გადასახადებს აღარ გადაიხდიდა ამერიკის ბიუჯეტში.აღნიშნული ფაქტის გამო,ჰენრი დევიდ ტორო დააკავეს,თუმცა მალევე გაანთავისუფლეს.იგი ასევე იცავდა შავკანიანი მოქალაქეების უფლებებს.მოუწოდებდა ქვეყნის მოსახლეობას,რომ არაძალადობრივი მეთოდებით ემოქმედათ “რასიზმის” წინააღმდეგ.მისი საზოგადოებრივი მხედველობა არა მარტო ადამიანთა უფლებების დაცვაზე იყო ორიენტირებული,არამედ იცავდა ფლორასა და ფაუნას.წინააღმდეგი იყო მასიურად ტყეების ჩეხვისა.1864 წელს გამოაქვეყნა,თავისი ახალი ნაწარმოები – “ლესა მენა”.მისმა შემოქმედებამ და ცხოვრების სტილმა არა ერთ ცნობილ მწერალსა და პოლიტიკოსზე იქონია გავლენა.აღსანიშნავია,რომ ტოროს იდეებმა თავად მაჰათმა განდის შეხედულებებზეც კი,უდიდესი გავლენა მოახდინა.მისი შემოქმედება მოიცავდა ესეებს,სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებსა და სხვა ლიტერატურულ მიმდინარეობებს.ტოროს შემოქმედება თარგმნილია ბევრ უცხოურ ენაზე.მისი მსოფლმხედველობა და ფილოსოფია ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი არ ჰკარგავს მნიშვნელობას.ჰენრი დევიდ ტორო გარდაიცვალა 1862 წლის 6 მაისს,მშობლიურ კონკორდში. (ავტორი გენია.ჯი)