ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ…
“ძნელად თუ ვინმეს უგრძვნია თავის დღეში ასე ძლიერად,ასე საოცრად ესოდენ მაღალი გრძნობა,უბრალო მოკვდავთათვის ძნელად გასაგები და ძნელად მისახვედრი; იშვიათად თუ ვინმეს დაუღვრია ასეთი წრფელი ცრემლი სიყვარულის ტაძრის წინაშე და არავის ხომ გული არ დაუწვავს და ნაცრად არ უქცევია სიყვარულის საკურთხეველზე,როგორც ბარათაშვილს”.
“კიტა აბაშიძე”
“შუაღამისას,როდესაც მარტოობა გვიკარნახებს თავის კოშმარებს და ნევრასტენია მთრთოლვარე ხელებით გულზე ფოლაქებს იბნევს,გვაგონდება ჩვენ ბარათაშვილის ლექსები,მათი ჟინიანი და დაუზოგელი ჩურჩული,ბარბაროსულ რითმებით და უძველეს ეპითეტებით,რომელნიც მეტოქეობას გაუწევენ საშუალო საუკუნეთა გობელენებს”.
“ვალერიან გაფრინდაშვილი”
”არავის გეგონოთ აქ ეს ნამდვილი სამარე და კუბო ბარათაშვილისა,იმის კუბოა ყველა ქართველის გული და ისე ხშირი,როგორც თვით მგოსნის მთელ საქართველოსადმი სიყვარულით ავსებული გულის-ძგერა”.
“აკაკი წერეთელი” – სიტყვა თქმული ბარათაშვილის ნეშტის დაკრძალვაზე.
“როცა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი,უკურთხა ენა მეტყველებისათვის,თვალნი ხედვისათვის,ყურნი სმენისათვის,გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად და უბრძანა,წადი და კაცთა ნათესავს ამცნე უზენაესი მცნება ჩემი და სიტყვით გული აუნთეო”.
“ილია ჭავჭავაძე” – სიტყვა თქმული ბარათაშვილის ნეშტის დაკრძალვაზე.