აფრა ბენი
აფრა ბენი - დაიბადა 1640 წლის 10 ივლისს ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ მდებარე,უძველესი ინგლისური ქალაქის კანტერბერის სიახლოვეს – უაიში (კენტის საგრაფო).იგი გახლდათ გამოჩენილი ბრიტანელი დრამატუგი,რომანისტი და სტიუარტების რესტავრაციის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ავტორი ქალი.გარდა ამისა,იგი მიჩნეულია პირველ პროფესიონალ მწერლად ქალად ინგლისის ისტორიაში.მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობები,ძალიან მწირია.აფრა ბენი,ცირიულიკ ბართლომეო ჯონსტონის ქალიშვილი იყო.მისი ბავშვობის შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია,არის მხოლოდ ერთი მცირე ცნობა,იმისა,რომ აფრა ბენმა კათოლიკური აღზრდა მიიღო და სურდა მონაზვნადაც უნდა აღკვეცილიყო.მოგვიანებით მოგზაურობს ინგლისის მაშინდელ კოლონიაში სურინამში.1663 წელს შაქრის პლანტაციებში იმყოფებოდა,სადაც გაეცნო შავკანიანი მოსახლეობის ცხოვრებას,რასაც მიუძღვნა კიდეც რომანი – “ორუნოკო,ანუ სამეფო მონა”.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცოლად მიჰყვება,ლონდონში მაცხოვრებელ – იოჰან ბენს.თუმცა მათი თანაცხოვრება მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა.ისინი,ოფიციალურ განქორწინებამდე ფიქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.ამის მიზეზი კი აფრა ბენის ბისექსუალური მიდრეკილებები იყო.აღნიშნული ფაქტი მან თავის არა ერთ ნაწარმოებში აღწერა.1966 წელს ინგლისის მეფის კარლ II-ის მიერ გაგზავნილ იქნა ანტვერპენში,სადაც მუშაობა დაიწყო საიდუმლო ინფორმაციების გადაცემაზე ინგლისისათვის.წერილებს გზავნიდა – “ასტრეას” ფსევდონიმით,რაც შემდგომ,მის ლიტერატურულ ფსევდონიმადაც იქცა. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია,როდესაც ინგლისსა და ნიდერლანდებს შორის ომი მიმდინარეობდა.მიუხედავად მისი საიდუმლო სამსახურში მუშაობისა,გასამრჯელოს ხშირად არ უხდიდნენ,რის გამოც უამრავი ვალი დაედო.გაუსტუმრებელი ვალების გამო ციხეშიც მოხვდა.1669 წელს უცნობმა პირმა,მისი ვალები სრულიად დაფარა.ამავე პერიოდიდან იგი აქტიურად ერთვება ლიტერატურულ მოღვაწეობაში და ხდება პროფესიონალი მწერალი.დაუახლოვდა ლონდონში მაცხოვრებელ მწერლებსა და დრამატურგებს.მალე გაითქვა სახელი,როგორც ავტორმა სასიყვარულო თავგადასავლებისა.წერდა თეატრალურ პიესებს,რომანებს,ლექსებს,თუმცა ბევრი მისი ნაწარმოები დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.1688 წელს დაწერა,მისი გახმაურებული რომანი – “ორუნოკო”,რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალდაა მიჩნეული.აფრა ბენის პირველი კრიტიკოსი გახლდათ,იმ დროის ერთ-ერთი უდიდესი პოეტი – ალექსანდრ პოული,რომელიც მის ნაწარმოებებს არასერიოზულ სამწერლო ნიმუშებად მიიჩნევდა.მიუხედავად ამისა,იგი მისგან თავის დაღწევას ყოველთვის ახერხებდა და კიდევ უფრო მეტი მოტივაციით აგრძელებდა წერას.აფრა ბენი გარდაიცვალა 1689 წლის 16 აპრილს.დაკრძალულ იქნა ვესტმინსტერის საგრაფოში.მისი შემოქმედება უამრავ უცხო ენაზე იქნა თარგმნილი. (ავტორი გენია.ჯი)