ჟორჟი ლეალ ამადუ დი ფარია
ჟორჟი ლეალ ამადუ დი ფარია - დაიბადა 1912 წლის 10 აგვისტოს ბაიას შტატის,მუნიციპალიტეტ – იტაბუნაში (ბრაზილია).იგი გახლდათ დიდი ბრაზილიელი მწერალი,საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი.1913 წელს ჩუტყვავილას დაავადების გავრცელების გამო,ოჯახი იძულებული გახდა იტუბანადან ილეუსში გადასულიყო.იქვე გაატარა მომავალმა მწერალმა მთელი თავისი ბავშვობა.ამ პერიოდმა,მის შემოქმედებაზე,შემდგომში დიდი გავლენა იქონია.სწავლობდა რიო-დე-ჟანეიროს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე.აქვე სწავლის დროს ხდება კომუნისტური პარტიის წევრი,რის გამოც სამშობლოდან ხშირად დევნის ობიექტად იქცა.მიუხედავად ამისა არჩეულ იქნა ბრაზილიის ნაციონალური კონგრესის დეპუტატად.თუმცა 1948 წელს იგი კვლავ გაძევებულ იქნა ქვეყნიდან.ამ პერიოდში 1948 წლიდან 1952 წლის ჩათვლით ცხოვრობდა საფრანგეთში,საიდანაც 1952 წელს სამშობლოში დაბრუნდა და აქტიური სამწერლო შემოქმედებით დაკავდა.14 წლის იყო,როდესაც პირველი ნაწარმოები დაწერა,პუბლიკის წინაშე დებიუტი კი 1931 წელს ჰქონდა სამწერლო ასპარეზზე. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედებითი ჟანრი მოიცავდა სოციალურ თემატიკას.1932 წელს აქვეყნებს რომანს – “კარნავალის ქვეყანა”.1933 წელს დაწერა – “კაკაო”,1935 წელს – “ჯუბიაბა”,1936 წელს – “მკვდარი ზღვა”,1942 წელს აქვეყნებს ბიოგრაფიას,იმ დროს ციხეში მყოფი ბრაზილიელი პოლიტიკოსის – ლუის კარლოს პრესტესისა.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,ამადუ წერს რომანს – “იატაკქვეშა თავისუფლება”.1950-იანი წლებიდან ამდუს თავისი ნაწარმოებების ჟანრში შემოაქვს ფანტასტიკის ელემენტები და ის მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგნელი მწერალიც ხდება.1943 წელს გამოსცა რომანი – “უსასრულო მიწა’.1977 წელს ჟორჟ ამადუს რომანის – “ქვიშის კაპიტნის მიხედვით”,ამერიკაში გადაღებულ იქნა ფილმი – “ქვიშის კარიერის გენერლები”,რომელმაც საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა.1984 წელს დაწერა რომანი – “ალყა”.ბრაზილიელი მწერალი დაჯილდოებულ იქნა უამრავი პრემიით.იგი იყო ბრაზილიის ლიტერატურული აკადემიის წევრი,საპატიო დოქტორი მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა – ბრაზილიაში,იტალიაში,პორტუგალიაში,ისრაელსა და საფრანგეთში.ჟორჟ ამადუ გარდაიცვალა ბრაზილიის ქალაქ სალვადორში 2001 წლის 6 აგვისტოს,გულის შეტევის შედეგად.ზემოთ ჩამოთვლილი შესანიშნავი ნაწარმოებების გარდა,ჟორჟი ამადუს კალამს ეკუთვნის,მისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – “დონა ფლორი და მისი ორი ქმარი”,რომელიც ეკრანიზებულ იქნა 1976 წელს,ამერიკის შეერთებულ შტატებში. (ავტორი გენია.ჯი)