“სიბრძნის წუთი”
ერთ-ერთი ქვეყნის მბრძანებელმა,საიმპერატორო სასახლეში მისვლა უბრძანა სასულიერო პირს.მას შემდეგ,რაც იგი იმპერატორის წინაშე წარსდგა,მბრძანებელმა სთხოვა მისთვის ელოცა.თუმცა,სასულიერო პირმა იმპერატორს,თხოვნაზე უარი ამ სიტყვებით განუცხადა:
” – ჩემო მბრძანებელო,თქვენი თხოვნის შესრულება ყოვლად შეუძლებელია,რადგან ამ ქვეყანაზე არსებობს რამდენიმე ისეთი რამ,რაც ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს.მაგალითად,როდესაც თქვენ გსურთ რომელიმე ქალს მიეფეროთ,მე არ შემიძლია ეს თქვენი სახელით გავაკეთო.დაცემინების შემთხვევაშიც,შეუძლებელია ვინმემ თქვენს ნაცვლად დააცემინოს,რადგან ამით თქვენ ვერანაირ დახმარებას ვერ გაგიწევთ.სწორედ ასევეა ლოცვის შემთხვევაშიც.როგორ შემიძლია მე,თქვენს ნაცვლად ვილოცო? ილოცეთ თქვენ და მეც თქვენთან ერთად ვილოცებ თქვენთვის”. (ავტორი გენია.ჯი)