დორის მეი ლესინგის რჩევა “წიგნების წაკითხვის” შესახებ…
“არსებობს მხოლოდ ერთი საშუალება წიგნის წაკითხვისა,სახელდობრ,იაროთ ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში და დაათვალიეროთ უამრავი წიგნი,ამოარჩიოთ ისეთები,რომლებიც მიგიზიდავთ და მხოლოდ ისინი იკითხოთ,გვერდზე გადადოთ,როცა მოსაწყენი გახდება,როცა კითხვისას ადგილების გამოტოვებას დაიწყებთ,რადგან გაჭიანურებული მოგეჩვენოთ, – არასოდეს წაიკითხოთ წიგნი მოვალეობის ყალბი გრძნობის გამო,ანდა იმიტომ,რომ რაღაც კონკრეტულ მიმდინარეობას თუ მიმართულებას მიეკუთვნება.გახსოვდეთ,რომ წიგნი,რომელიც ოცი და ოცდაათი წელი მოსაწყენი გეჩვენებათ,კარს გაგიღებთ,როცა ორმოცი თუ ორმოცდაათი წლისა შესრულდებით – და პირიქით არ წაიკითხოთ წიგნი,თუკი მისი დრო თქვენთვის ჯერ არ დამდგარა. (ავტორი გენია.ჯი) გახსოვდეთ,რომ იმ წიგნებზე,რაც კი საერთოდ დაბეჭდილა,იმდენივე წიგნი მოდის რომელიც სტამბამდე ვერ მივიდა, და სულაც,ვერც დაიწერა, – ახლაც კი ბეჭდური სიტყვის ძალდატანებითი თაყვანისცემის ეპოქაში,ისტორია და სოციალური ეთიკაც კი ზეპირი თხრობის მეშვეობით ისწავლება, და ადამიანები,რომლებიც გაწვრთნეს აზროვნებისთვის მხოლოდ იმის გათვალისწინებით,რაც დაწერილია (და,სამწუხაროდ,ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის თითქმის მთელი პროდუქცია სხვა არაფრისმაქნისია),ვერ ხედავენ იმას,რაც მათ ცხვირწინაა.მაგალითად,აფრიკის ნამდვილი ისტორია ჯერ ისევ შავკანიანი მელექსეებისა და ბრძენების ხელშია,შავკანიანი ისტორიკოსების,შემლოცველების.ეს ზეპირსიტყვიერი ისტორიაა,რომელიც დღემდე საგულდაგულოდაა დაფარული თეთრკანიანი ადამიანებისგან,თავისი მტაცებლური მიდრეკილებებით რომაა განთქმული.ამიტომ გახსნილ გონებას თუკი შეინარჩუნებთ,აღმოაჩენთ სიმართლეს იმ სიტყვებში,რომლებიც არასოდეს დაწერილა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ არასოდეს მისცეთ უფლება ნაბეჭდ ფურცელს,მბრძანებელი გაგიხდეთ.პირველ ყოვლისა,უნდა გააცნობიეროთ, – ის,რომ ერთი თუ ორი წელი ერთი წიგნის ანდა ერთი ავტორის დამუშავებაში უნდა გაატაროთ,ნიშნავს,ცუდად გასწავლიან: თქვენთვის უნდა ესწავლებინათ,კითხვის პროცესში საკუთარი გზით გევლოთ,თქვენთვის სიმპატიური ერთი წიგნიდან მეორისაკენ,უნდა გესწავლათ საკუთარი ინტუიციის კარნახს მიჰყოლოდით,რომელიც გაცნობებთ,თუ რა გჭირდებათ, – აი,თქვენს თავში რა უნდა გაგევითარებინათ და არა სხვათა ციტირების უნარი”.