“სიბრძნის წუთი”

ერთ-ერთი ქვეყნის სულთანი,თავის გარემოცვასთან ერთად ქალაქის ქუჩაში მიდიოდა,რა დროსაც გზაში დერვიშს გადაეყარა (მუსულმანი ბერი).მან როგორც წესი,ქედი მოიხარა სულთნის წინაშე და გზა დაუთმო მის მდიდრულად მოსილ ამალას.სულთანი შეჩერდა და დერვიშს მიუგო: (ავტორი გენია.ჯი)

- მთხოვე მოწყალება და მე გავიღებ მას შენთვის.

რაზეც,დერვიშისაგან მეტად გამაოგნებელი პასუხი მიიღო:

- როდის იყო მოწყალებას მონებს შესთხოვდნენ?

ასეთი დამამცირებელი პასუხით შეურაწყოფილმა სულთანმა მძვინვარება ძლივს დაიცხრო და დევრიშს ჰკითხა:

- მიპასუხე,რატომ მომიხსენიე მონად?

- თქვენ ყოველივეს მონებთ,რაც კი ქვეყნად სიმდიდრე და განძია.ჩემთვის კი ისინი არაფერს წარმოადგენენ.შესაბამისად მე მათი მონა კი არა – მბრძანებელი ვარ.ასე,რომ თქვენ ჩემი მონების მონა გამოდიხართ.სწორედ ამიტომაც გიწოდეთ მონა,ჩემო სულთანო!

სულთანმა მალევე ჩახვდა დერვიშის შორსმჭვრეტელურ სიტყვებს და იგი გულუხვად დააჯილდოვა,ესოდენ სიმართლის თქმისათვის. (ავტორი გენია.ჯი)