“სიბრძნის წუთი”
ამპარტავნებით შეპყრობილმა კართაგენელმა – ჰანონმა,მოკვდავთათვის დაწესებულ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ჩაიფიქრა,მთელი ქვეყნიერებისათვის მოედო ამბავი თავისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ.მან შეიძინა დიდი რაოდენობით მოლაპარაკე ჩიტები,დახურულ შენობაში მოათავსა ისინი და ერთადერთ რამეს ასწავლიდა,”ჰანონი ღმერთია”.როდესაც ჩიტებმა,რომელთაც მხოლოდ ეს ორი სიტყვა ესმოდათ,კარგად გაითავისეს იგი,ჰანონმა ფრინველები გაუშვა იმ იმედით,რომ მისი დიდების ამბავი ახლა ყველგან გავრცელდებოდა.თუმცა დატყვევებულმა ჩიტებმა,როგორც კი თავი თავისუფლებაში დაიგულეს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ,ნაცნობი სიმღერების გალობა დაიწყეს – იმისა,რასაც ყველა ფრინველი ჭიკჭიკებს.მათ დაივიწყეს ჰანონიც და ისიც,რასაც მათ ტყვეობაში ასწავლიდნენ. (ავტორი გენია.ჯი)