ონორე დე ბალზაკის ნაწარმოებიდან – “ადამიანური კომედია”

” …ამ ქვეყანას ის უნდა მიუზღათ,რისი ღირსიცაა.გსურთ,კარგი მდგომარეობა შეიქმნათ?.. მე დაგეხმარებით… თქვენ თავად გაზომავთ ქალთა გარყვნილების სიღრმეს და მამაკაცთა უბადრუკი ამაოების სიგრძე-სიგანეს.მართალია,მე გულდასმით წავიკითხე “საზოგადოების წიგნი”,მაგრამ თურმე ზოგიერთი გვერდი ჩემთვისაც უცნობი დარჩენილა… ახლა კი უკვე ყველაფერი ვიცი.რაც უფრო მეტ გულგრილობას გამოიჩენთ,მით უფრო შორს წახლავთ.შეუბრალებლად იმოქმედეთ ხოლმე და ადამიანებს თქვენი შიში ექნებათ.მამაკაცებსაც და ქალებსაც ისე მოექეცით,როგორც ფოსტის ცხენებს,რომლებსაც უმოწყალოდ მიერეკებიან,თუნდაც ყოველ სადგურზე ფეხი მოეკვეთოთ; ამგვარად მიაღწევთ თქვენი სურვილების მწვერვალს… თუ ჯალათი არ იქნებით,მსხვერპლად გადაიქცევით…” (ავტორი გენია.ჯი)

…თქვენს მდგომარეობაში მყოფი ორმოცდაათი ათასი ახალგაზრდა კაცი სწრაფი გამდიდრების პრობლემის გადაწყვეტას  ცდილობს.მათ შორის თქვენ მხოლოდ ერთეულს წარმოადგენთ.განსაჯეთ,რამდენი ძალ-ღონე უნდა დახარჯოთ და რა გააფთრებული ბრძოლა მოგელით.ქოთანში მომწყვდეული ობობებივით უნდა დაჭამოთ ერთმანეთი,ვინაიდან ორმოცდაათი ათასი სახეირო ადგილი არ არსებობს.თუ იცით,აქ გზას როგორ იკაფავენ? ან გენიოსის ბრწყინვალებით,ან – მოქრთამვის საშუალებით… პატიოსნებით ვერაფერს მიაღწევთ.გენიოსის წინაშე ქედს იხრიან; იგი სძულთ,ჭორებით ჩირქს სცხებენ,რადგან მას ყველაფერი განუყოფლად მიაქვს.მაგრამ სანამ ურყევად დგას,უჩოქებენ; ერთი სიტყვით,მას მუხლმოდრეკით ეთაყვანებიან,როდესაც არ შეუძლიათ,რომ ტალახში ამოსვარონ.მექრთამეობა – ძალაშია,ნიჭი – იშვიათობაა.ამიტომ მოსყიდვა უნიჭოების იარაღად გადაიქცა.ეს ქვეყანა სავსეა უნიჭოებით და თქვენ ყველგან იგრძნობთ მის ჩხვლეტას… (ავტორი გენია.ჯი)

მაშ თუ სწრაფად გამდიდრება გსურთ,ან უკვე უნდა გქონდეთ შეძლება,ანდა შეძლებულად უნდა მოაჩვენოთ თავი… აი,ცხოვრების ჭეშმარიტი სინამდვილე! რითია იგი სამზარეულოზე უკეთესი: ისევე ყარს და თუ რამის მომზადება გინდა,ხელიც უნდა გაისვარო,მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე.ესაა ჩვენი ეპოქის მთელი მორალი”… (ავტორი გენია.ჯი)