ადა ნეგრი
ადა ნეგრი - დაიბადა 1879 წლის 3 ივლისს ლოდში (იტალია).იგი გახლდათ დიდი იტალიელი პოეტი და მწერალი.წარმომავლობით ღარიბი გლეხების ოჯახიდან იყო.მისი დაბადების წელი დაემთხვა იტალიის გაერთიანების წელიწადს.მამა ადრეულ ასაკში ყოფნისას გარდაეცვალა და მისი აღზრდა საკუთარ თავზე დედამ აიღო,რომელიც ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშად მუშაობდა.სკოლის დასრულების შემდეგ,პედაგოგიური მოღვაწეობა მუშათა და გლეხთა ოჯახის შვილების სკოლაში დაიწყო.მალევე ცოლად მიჰყვება საკმაოდ შეძლებულ პიროვნებას – გარლანდის.იტალიურ ლიტერატურაში – ადა,”ვერიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ.მისი შემოქმედება ძირითადად მოიცვს სოციალურ თემატიკას.1893 წელს გამოიცა ნეგრის პირველი ლექსების კრებული – “როკი”.1896 წელს კი გამოსცა ასევე ლექსების კრებული – “ქარიშხალი”.მოგვიანებით აქვეყნებს ნამუშევრებს – “უმუშევარი”,”ხანძარი მაღაროში” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ნაწარმოებებმა ადას საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა არა მარტო იტალიაში,არამედ ქვეყნის გარეთაც – საფრანგეთში,გერმიანიაში და სხვა ქვეყნებში.1904 წელს ქვეყნდება მისი ახალი კრებული – “დედობა”.ნეგრის მიერ შერჩეული თემატიკა განსაკუთრებულ ინტერეს იწვევდა ღარიბი ფენის მოსახლეობაში,რადგან ასახავდა მათ რეალურ ყოფა-ცხოვრებას.იგი აქტიურად ილაშქრებდა ბურჟუაზიის წინააღმდეგ.მისი წარსული,მისსავე ლექსებში ნათლად გამოიხატებოდა.1910 წელს გამოიცა პოეტური კრებული – “სიღრმიდან”,რომელიც ის ბოლო კრებული იყო ლიტერატორი ქალისა,სადაც ჭარბობდა სოციალური მოტივები.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,1917 წელს იბეჭდება მისი ლექსების კრებულები – “მარტოხელები”,”დილის ვარსკვლავი”,”რჩეული ლექსები” და სხვა პოეტური ქმნილებები.ადა ნეგრი ერთ-ერთი რეალისტური მიმართულების გამოჩენილი პოეტი გახლდათ იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში.მისი შემოქმედება ნათარგმნი იქნა არა ერთ უცხოურ ენაზე.ადა ნეგრი გარდაიცვალა 1945 წლის 11 იანვარს იტალიის ქალაქ მილანში. (ავტორი გენია.ჯი)