ნიკო ლომოური
ნიკო ლომოური - დაიბადა 1852 წლის 19 თებერვალს (ახალი სტილით) გორის რაიონის სოფელ არბოში.იგი გახლდათ ცნობილი ქართველი მწერალი,პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.ნიკო ასევე ცნობილი იყო ფსევდონიმებით – ლევან ცაველი,გორელი,არბოელი და სხვა ფსევდონიმებით.გორისა და თბილისის სასულიერო სასწავლებლების დასრულების შემდეგ,სწავლა განაგრძო კიევის სასულიერო სასწავლებელში 1875 წლიდან,რომელიც 1879 წელს დაამთავრა.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში,გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედება (ლექსები) პირველად ქართულ ჟურნალში – “მნათობში” გამოქვეყნდა 1871 წელს,ხოლო პირველი წიგნი,სადაც შესული იყო ლექსების კრებული და მოთხრობები გამოცემულ იქნა 1885 წელს.1879 წელს ჟურნალ – “ივერიაში”,დაიბეჭდა მისი 1878 წელს დაწერილი მოთხრობა: “ალი”,რომელიც მისი პირველი მნიშვნელოვან ნაწარმოებად იქცა და განსაზღვრა მისივე შემოქმედებითი წერის მანერა.ასევე აღსანიშნავია,რომ მის შემოქმედებაზე გავლენა ქართველ სამოციანელთა,განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძის იდეურ-მხატვრული ნააზრევის ზეგავლენით განვითარდა.მისი ნაწარმოებების მთავარ თემად,ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ დროინდელი ქართული სოფლის ყოფა იქცა.ის ერთგვარად ქართველი გლეხის მძიმე ხვედრის,იმ დროინდელ “მატიანედაც” კია ცნობილი,რომელსაც მიუძღვნა კიდეც თავისი მოთხრობა – “ბერუა ქრისტესაშვილი”,დაწერილი 1904 წელს.ნიკო ლომოურისათვის მთავარ საკითხად გლეხთა სწავლა-განათლება მიაჩნდა,რადგან მისი აზრით გაუნათლებელი გლეხი ცრუმორწმუნეობასა და მავნე ჩვეულებებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა,ყველა ჯურის ექსპლოატორს.იგი ავტორია მოთხრობებისა: “პაწია მეგობრები”,”ქაჯანა” და სხვა ნაწარმოებებისა.”ქაჯანა”,რომელიც დაიწერა 1881 წელს,ფაქტიურად ყველა ქართველი ბავშვის საყვარელ ნაწარმოებად იქცა და სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი სასწავლო პროგრამად იქნა შეტანილი.მის კალამს ეკუთვნის ასევე ისტორიული ნაწარმოებებიც,ისეთები როგორებიცაა: “წინაპართა აჩრდილნი”,დაწერილი 1902 წელს და “ხერხი სჯობია ღონესა”,დაწერილი 1914 წელს.ნიკი ლომოური გარდაიცვალა 1915 წლის 30 აპრილს (ახალი სტილით) ქალაქ გორში.მისი შემოქმედება კი კვლავაც არ ჰკარგავს აქტუალურობას,ქართულ საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)