მურმან ლებანიძე
მურმან სილოვანის ძე ლებანიძე - დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს დაბა აღსთაფაში (აზერბაიჯანი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ქართველი პოეტი,ესეისტი და მთარგმნელი.მურმან ლებანიძე წარმოადგენდა იმ შესანისნავ ქართველ პოეტს,რომლის შემოქმედებაც ფართოდ განივრცო ქართველ ხალხსა და ქართულ ლიტერატურაში.1940 წელს,საშუალო განათლების მიღების შემდეგ,სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ ში,ფილოლოგიის ფაკულტეტზე,რომელიც დაამთავრა 1948 წელს.მეორე მსოფლიო ომის შედეგად,სწავლა შეწყვიტა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა,შემდეგ კი ყუბანში. (ავტორი გენია.ჯი) 1943 წელს მიღებული მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში.1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა,მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში.საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთავარ რედაქტორად.1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანია, მოგვიანებით თავმჯდომარე.ასევე იგი გახლდათ შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი.ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა.მას ეკუთვნის ლექსებისა და პოემების შესანიშნავი კრებულები „რჩეული” დაწერილი 1972 წელს, „ანისის აღება” დაწერილი 1972 წელს, „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი” დაწერილი 1974 წელს, „რჩეული ლირიკა” დაწერილი 1977 წელს.ასევე მურმან ლებანიძე ავტორია
საბავშვო წიგნებისა „ბიჭები” დაწერილი 1963 წელს, „ოთხი დრო” დაწერილი 1964 წელს და სხვა ნაწარმოებებისა.ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან,თამამად ეხმაურებოდა პირადული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს.მან შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც.მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის,რობერტ ბერნსის ლექსები.ჩვენი სახელოვანი პოეტი დაჯილდოებულ იქნა შოთა რუსთაველის,გალაქტიონის და სხვა პრემიებით.მინიჭებული ჰქონდა ღირსების ორდენი და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე.მურმან ლებანიძე გარდაიცვალა 2002 წლის 17 აგვისტოს თბილისში.დაკრძალულ იქნა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.მისი პოეზია კი მრავალ უცხოურ ენაზეა თარგმნილი და უდიდესი სყვარულით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)