ლევ ტოლსტოის “სკეპტიციზმი”
დიდი რუსი მწერალი - ლევ ტოლსტოი (1828-1910 წლები),გახლდათ ავტორი მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი მნიშვნელობის ნაწარმოებისა – “ომი და მშვიდობა”.მწერალმა მასზე მუშაობა 1865 წელს დაიწყო და საბოლოოდ 1968 წელს დაასრულააღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი,საკუთარი ნაწარმოებების მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი. (ავტორი გენია.ჯი) ტოლსტოის თავისი შემოქმედებიდან,განსაკუთრებით არ მოსწონდა სწორედ – “ომი და მშვიდობა”,რის შესახებაც ერთ-ერთ წერილში წერდა კიდეც:
“ბედნიერი ვარ რომ მოვრჩი ამ ნაწარმოების წერას ომის თემაზე… მომავალში ასეთ ნაწარმოებს აღარასოდეს დავწერ”.
მას შემდეგ რაც “ომი და მშვიდობა”,მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარეს,ამ ფაქტით გაოცებული მწერლის მიერ დაწერილ წერილში ვკითხულობთ:
“ძალიან მიკვირს,ის,რომ ადამიანებს ვუყვარვარ ისეთი ნაწარმოებისათვის,როგორიცაა – “ომი და მშვიდობა”,რომელიც მათ ასე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ,მაშინ,როდესაც იგი ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო ნაწარმოებია”. (ავტორი გენია.ჯი)